 | ავტორი: ხურსი ჟანრი: პოეზია 1 მაისი, 2017 |
აქ, შუალედში, სადაც ოქრო არ გაგაჩნია, მზისა და მინას არეკლილი ფრთებიდან შუქი, სახეში გხვდება, ლოყებს გიწვავს, შუბლსა და ტუჩებს,
სიცხე ეშვება, როგორც კარი გამოქვაბულის, ვერაფრით დაძრავ ადგილიდან, თხელ მკლავებს გიხმობს,
ლუქიდან მძიმე რეზინის სუნი, ჭვარტლის ნისლია, იჭრება ბორტზე, ნესტოებს წვავს და თვალებს ცრემლავს, შეგიკრავს სუნთქვას,
ხელს რომ გიქნევენ, ასანთის ღერს ჰგავს, შორს გამჭრივალე შენობიდან, ნამცხვარს გაგონებს, ფორმით რულეტის, ვაზს მწყობრად გასხეპილს, აქა - იქ რომ შეუვლის ქარი,
ღვედს იკრავ მშვიდი, ჩაილოცები:
''თუ დასავლეთით გადავსულვარ, გზაც უკან ვპოვე, თუ აღმოსავლეთს გადავსულვარ, ამებნა თავგზა, და უკანკარის ძიებაში გადავიხარე.''
ასე მაღლიდან რომ უდგახარ, გალფს გადაჰყურებ, როგორც ბარხატს, მიმოფანტული კუნძლებით, მცირე ტალღებით, ახამხამებენ როგორც წამწამებს, ათასი მომცრო პირი მოებას ქალს, ახალგაზრდას და გიღიმოდეს,
აგერ კუნძული, ამოხეულ ფურცლებად გდია, როგორც სჩანს ტალღამ მოიძულა, შუაზე გახლიჩა, აგერ მეორე, სპილოსავით იქნევსო ხორთუმს, დაკარგულ გუნდის მოსახმობად, გაჰყვირის ჰაერს, აგერ მესამე, ჩარჭობია შიგ გულში კოშკი, მთელი ძალით რომ მოღალატეს ჩასცემენ ზიზღით,
ღვედს უშვებ ოდნავ ნერვიული, გულში ჩაიხვევ:
''თუ სამხრეთისკენ გავეშურე, უკანგზა ვნახე, თუ ჩრდილოეთით გადავედი, ვპოვე უკანგზა.''
თავი დახარო, მხრებზე გაწვეს ღრუბელი ტვირთად, თან ათასგვარი სევდით აგავსოს, თვალს გაუსწორებ, მზე ამოგჭრის, კალაპოტიდან, ყველა გადადგმულ ნაბიჯს მოჰყვა მტვრისგან დაფერთხვა, გულის პირზე კი უარესი დარდი,
არც მიზანია, არც სადგომი, არც საძებნელი, დასაკარგი კი, რახანია დაკარგულია.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. მთავარია სასიამოვნოა :-) მთავარია სასიამოვნოა :-)
1. სასიამოვნოდ რთული პოეზია გაქვთ სასიამოვნოდ რთული პოეზია გაქვთ
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|