ნაწარმოებები


    * * *    

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
3 მაისი, 2017


Александр Сергеевич Пушкин - Мне бой знаком — люблю я звук мечей

ალექსანდრე პუშკინი -  მე ვიცნობ ბრძოლას - იარაღის ჟღარუნიც მიყვარს


მე ვიცნობ ბრძოლას - იარაღის ჟღარუნიც მიყვარს,
მომწონს დიდებაც მეომრული, ომში ნახვეჭი,
მიყვარს ლაშქრობის სისხლიანი თავშესაქცევიც,
არ უშინდება ჩემი სული სიკვდილზე ფიქრსაც.

სიჭაბუკის ჟამს, მეომარო თავისუფლების,
ვინც ერთხელ მაინც არ წარუდგა პირისპირ სიკვდილს,
არ უგემია ნეტარება მას სრული ლხენის
და ბანოვანთა ამბორისაც არ არის ღირსი.

3 მაისი, 2017 წ.



Александр Сергеевич Пушкин - Мне бой знаком — люблю я звук мечей

Мне бой знаком — люблю я звук мечей:
От первых лет поклонник бранной славы,
Люблю войны кровавые забавы,
И смерти мысль мила душе моей.

Во цвете лет свободы верный воин,
Перед собой кто смерти не видал,
Тот полного веселья не вкушал
И милых жен лобзаний не достоин.

1820

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები