ნაწარმოებები


ლ ი ლ ე - 2018     * * *     მალე

ავტორი: ფრიდონი
ჟანრი: პოეზია
3 მაისი, 2017


ალბათ

ალბათ...
ყველაფერსა აქვს ქვეყნად საზრვარი
თავად ყველაფრის შექმნელის გარდა
გახსოვთ იყო დრო როცა ვიბრძოდით,
როცა გვიყვარდა და მისი გვწამდა.?
როცა სინდისის ჩუმი მხილება
სირცხვილისაგან სისხლ-ხორცით გვწვავდა,
როცა ადამის ყოველი შვილი
თვით ადამსა და მის შემქმნელს გავდა..
როცა სიცრუის ყველა ტკბილ საცდურს
ჩვენ ვაფარებდით სიმართლის ფარდას,
როცა დევნული ჭეშმარიტების
მოსიყვარულე შვილები გვყვავდა..
ახლა კი სხვაა,ახლა ჩვენს გულში
დრო გავიმეფეთ სიმართლის ნაცვლად
ახლა წამიერ წარმატებაში
ვიწყეთ სინდისის და სულის გაცვლა..
ახლა იმ ერთხელ ჩვენთვის ჯვარცმულ ღმერთს
ყოველდღე უკვე ათასჯერ ვაცვავთ,
გმირულად დაღვრილ ვაჟკაცების სისხლს
ჩვენი სირცხვილის სამოსელს ვაცვავთ..
ადრე თუ ჩვენთვის ფასეულობა
იყო სიმდაბლე,ჩვენს თავზე შრომა
ახლა ვივიწყებთ ამ ჩვენს წარსულს და
დავიწყეთ ისევ კაცთა ქვეძრომა...
ის გვავიწყდება ზღვა ასურელებს,
რომ მიქაელმა გაავლო მუსრი
სრულიად დაცულ ამ ჩვენს აქილევსს
ღვთის ნებით დარჩა უძლური ქუსლი...
სჯობს გავიაზროთ ჩვენი წარსული
,,მზე დასავლეთით როდის ასულა?!"
რომ უნიათი ჩვენი ბერძნები
ფონზე კი არა გაღმა გასულან!!!!
შევხედოთ როგორ აავსო ცოდვამ
სათნოებისგან დაცლილი დახლა
და გავიხსენოთ რანი ვიყავით
და დავინახავთ რანი ვართ ახლა..!
03.05.2017

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ბარბი ვულოცავთ დაბადების დღეს