ნაწარმოებები


შაბათს, გადაცემა "სოფლის დილაში",საზოგადოებრივ რადიო, რადიო 1-ზე, ტალღაზე ეფ-ემ 102.4 დილის 9 საათსა და 45 წუთზე თამარ ბოლქვაძე ( თანანა ) კითხულობს "ლილე 2017"-ის გამარჯვებულ ნაწერს - ნინო ქადაგიძის "რუფინე-ქერისფერს"!!!

ავტორი: რობერტ მესხი
ჟანრი: პოეზია
6 მაისი, 2017


***


ი გ ხ-ები მომრავლდნენ -
იძულებით გადაადგილებული ხეები.
მათზე ერთჯერადი კომპენსაცია
და ყოველთვიური ფულადი შემწეობა არ გაიცემა,
რადგან მიწიანად მოთხარეს.
(წყალი არ ითვლება!)
არც ი გ პ-ების -
იძულებით გადაადგილებული პირების
შემთხვევაში ითვლება წყალი:
ყველა სიზმარში რიწა უდგათ,
ყველა თვალიდან „მამაკაცის ცრემლები“ გადმოსდით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები