ნაწარმოებები


ნინო ნეკერიშვილისა და ანა ლაშხელი ონიანის სახელობის ლიტერატურული კონკურსი V-XII კლასის მოსწავლეთათვის     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში     * * *     ლიტერატურული კონკურსი „ლილე 2018“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: ფაუსტოელი
ჟანრი: პოეზია
9 მაისი, 2017


მამა

მამას უყვარდა ამალია,
დედაზე მეტად თუ ნაკლებად,
არვიცი,ყურადღებას რომელიმეს,
უფრო აქცევდა თუ აკლებდა.
მამას მოსწონდა ამალია,
უბანში ხმებიც კი დაყარეს,
არადა დედასაც  იშვიათად
მახსოვს რომ ეძახდა ,,საყვარელს".
ყოველთვის შუაღამით მოდიოდა,
ჯიბეში არაფრით და ნასვამი,
შვილებს მოფერებას გვირიგებდა,
თანაბრად,კოცნებსაც,ასევე.
მამა ფიქრობდა იმ ქალზე,
თვალებში ეტყობოდა,საწუხარი,
მისი ტკივილი მტკიოდა და,
ვერაფრით,ვშველოდი,სამწუხაროდ.
დრო ასე უმნიშვნელოდ გადიოდა,
მამა წუხდა და თან თრგუნვებით,
სახლიდან განთიადს გაყავდა და,
სახლში შებინდება,აბრუნებდა.
ისევ ნასვამი და ცარიელი,
მხოლოდ მოფერებას ახერხებდა,
დედა ჩვეულებრივ ვახშამივით,
კამათს და საყვედურებს,ახვედრებდა.
,,შენც მამაშენის ასლი ხარო",
ამბობდა დედა,კუდს ვიძუებდი,
მამის სიყვარულით მიყვარდა და,
დედის სიძულვილით,ვიძულებდი.
იმ ქალს,იმ ვიღაც ამალიას,
მამას რომ სასმელით განუცდია,
მიყვარდა, მიყვარდა მამაჩემი,
არცერთის მიტოვება არ უცდია.
დამთავრდა,მორჩა და მიილია,
ველოდით,ვუცდიდით,ვერ მოვიდა,
ღამით მოგვიტანეს ამბავი რომ,
მამა გადმომხტარა,შენობიდან.
წავიდა,დატოვა მიზეზები,
მათსავით,უცებ რომ თავს იკლავენ,
ვიცი რომ მამაჩემს,ვერ გაუძლო,
გულმა,სიყვარული,ორი ქალის.
აღარც განთიადზე აღარ გადის,
აღარც შებინდება არ აბრუნებს,
ღიმილს სურათიდან გვინაწილებს,
სადღაც გარეთ,ხვდება გაზაფხულებს.
დღეები დღეებივით სრულდებიან,
ვიტკიებ ნოსტალგიებს,დანაჩვევს,
რატომღაც მგონია,იშვიათი..
ორი გული ჰქონდა,მამაჩემს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები