ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნინა გორდაძე
ჟანრი: პოეზია
7 მაისი, 2017


ნეტა

რა იქნებოდა, ნეტა,
არ არსებობდეს ქვეყნად
შეკითხვა
- როგორ(ა) ხარ?
რადგანაც (ჩემდა ბედად,)
მის გამო მუდამ ვტყუი,
ნაცვლად ვყვიროდე:
- ვკვდები!
ღიმილით ვამბობ:
- კარგად.

სინამდვილე კი, უცებ
გადამარქმევდა სახელს,
რადგან იგრძნობდნენ, ჩემში
თვალებს სიგიჟე ახელს.

- როგორ ვარ?
როგორ გითხრა,
ვით ფარაონის ცოლი,
მხოლოდ ისეთის, უკვე
პირამიდაში რომ წევს,
მე კი (ნამდვილად ნებით),
ჩავყევი მას და იცი,
ახლა სიცოცხლის ბოლო
ყლუპების ყლაპვა მიწევს.

ვერ გამიგებენ სწორად,
ატყდება მოთქმა, მითქმა...
არ არსებობდეს ნეტა,
ქვეყნად არცერთი კითხვა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები