ნაწარმოებები



ავტორი: თემური57
ჟანრი: პოეზია
8 მაისი, 2017


მარის და ყველა მარის

      მარის და ყველა მარის
,,და იყო მწუხრი დაიქმნა განთიად’’ ...
და ნეკნაკლული  სურვილი იშვა ...
აყალო მიწა,
შთაბერილი შთაბერილ სულით.
მე, შემოქმედი
შევიქმენ თავად.
არ იყო ყალბი
შემოქმედის შემოქმედება,
არასდროს გავცვლი ამ სიხარულს
სხვა სიხარულზე,
რადგან სიკვდილის დიადებას
მაშინვე ჩავწვდი,
ვიხილე როცა
მზე,
სახით ბავშვის.





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები