ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი ყელბერაშვილი
ჟანრი: პროზა
15 მაისი, 2017


სიყვარული ნათელ ფერებში ( ნაწილი VII )

ცხოვრებაში კი ჩემი სინათლე ის ადამიანიები არიან ვინც მივსებენ ჩემს აქაურ ყოფას. ვუყვარვარ და მაფასებენ ისეთი, როგორიც ვარ და აფასებენ იმას რასაც მთელი ჩემი არსებით ვქმნი. მე ხომ მეტი არც არაფერი გამაჩნია გარდა ნაწერებისა. მახსოვს, დედამ ადრეულ ასაკშივე შეამჩნიე ჩემი ინტერესი სხვადასხვა ლიტერატურის მიმართ. ხედავდა თუ როგორი მოწადინებით ვცდილობდი ღამღამობით რაიმე ახალი და განსაკუთრებული დამეწერა ხოლო წერის დასრულების შემდგომ, როგორი ენთუზიაზმი იკითხებოდა ჩემს ბავშვურ სახეზე. ხელი ჩემთვის არასდროს შეუშლია. ვფიქრობ, რომ მშობელი ბევრად უფრო უკეთ ხვდება თუ რაში პოულობს მისი შვილი სულიერ სიმშვიდეს და რა არის რეალურად საქმე რაც მას უკეთ გამოსდის ამ ცხოვრებაში. დედა ამას ნამდვილად ხვდებოდა. ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ვიყავი, როდესაც კალმით ხელში არა ერთხელ გამოუღვიძები ვარ ჩემს საწერ მაგიდასთან ჩამოძინებულს, ხშირად გაღვიძების გარეშეც გადავუყვანივარ საძინებელში, ხელში აყვანილი, დილით, რომ საწოლში გამომიღვიძია და ვერც კი ვიხსენებდი იქ, როგორ აღმოვჩნდი. მახსოვს თავისთვის მშვიდად ხშირად გაუღიმა, ხოლმე და არც არაფერი უთქვამს რაიმე სხვა. ნეტავ უფრო დიდხანს მყოლოდა გვერდით და ღმერთს ასე ადრეულ ასაკში არ წაეყვანა თავისთან. მას არაფერში ვემდური უბრალოდ, უბრალოდ ... დედა იყო ადამიანი, რომელმაც ძალ-ღონე არ დაიშურა რათა კარგად ვყოფილიყავი. ღმერთს ცოტათი მაინც უნდა ედროვებინა მისთვის. რაც ყველაზე საოცარია ამ ყველაფერში კი, ის არის, რომ ქალბატონმა ელენემ მასზედ არანაკლები ამაგი გასწია, რათა შემდგარ პიროვნებად ვექციე. დედას დაღუპვის შემდეგ მან სრული პასუხისმგებლობა აიღო ჩემზე და მშვენივრადაც გაართვა თავი მეურვეობას. ის ყოველთვის იყო და არის ის ნათელი წერტილი, რომელმაც სუსხიან ზამთარში სიკვდილს გამოსტაცა ჩვენი თავი ხელიდან. ნეტავ ოდესმე მაინც მომეცეს იმის მცირედი შანსი რათა მას დავუფასო ის, რასაც ბევრი არ გააკეთბდა მის ადგილას. საკუთარ შვილს მეძახდა იმის და მიუხდავად, რომ მე არასდროს არ დამიძახია მისთვის "დედა" . არასდროს ჩავხუტებივარ ისე, როგორც დედას და არც არასდროს შემიხედავს მისთვის ისე, როგორც ვუყურებდი დედას. ალბათ იმიტომ, რომ მასში არ იყო ის ბრწყინვალება რა ბრწყინვალებასაც დედის თვალებში ვამჩნევდი. ის უბრალოდ არ იყო დედაჩემი! აი ეს არის სრული სიმართლე. რაც შეიძლება მეტი სითბო და სიყვარული უნდა გავცეთ იმ ადამიანების მიმართ, რომლებსაც  უბრალოდ ვუყვარვართ. როდესაც ყოველი ჩვენი დანახვა მათ სახეზე ღიმილად აირეკლება ხოლმე. ასეთ წვრილმანს ყურადღებას ნაკლებად ვაქცევთ ხოლო, როცა გავა დრო და ისინი დააკლდებიან ჩვენს ცხოვრებას, მხოლოდ მაშინ ვხვდებით, რომ სწორედ ისინი ყოფილან სიცოცხლის მაცოცხლებელი ძალა. ამ ძალის გარეშე კი ჩვენ ვრჩებით მხოლოდ "არავინ". ერთის მხრივ იმას ვფიქრობ, რომ ღმერთმა ალბათ დედაჩემი არ გაიმეტა იმ განსაცდელისათვის რასაც ჩემი დიაგნოზი მოუტანდა. მე კიდევ ორმაგად უფრო გამიჭირდებოდა მისი სასოწარკვეთილი თვალების ცქერა. მისთვის ხომ მე ვიყავი, "ის" რაც აცოცხლებდა აქ. სიმართლე ვთქვა არც ქალბატონმა ელენემ იცის ჩემი ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ, რადგან ბევრად ადრე წამოვედი მისგან ვიდრე გავიგებდი. არა! ვცრუობ... სწორედაც, რომ ამ დიაგნოზის დასმის შემდგომ გადავწყვიტე საცხოვრებლად ცალკე გადასვლა. არ ვთვლი, რომ საკუთარ ბედს თავად ვქმნით, რადგან ცხოვრებაში ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ჩვენ ეს გვსურს. ბოლო სიტყვას მაინც ცხოვრება ამბობს, როგორც ეს ჩემს შემთხვევაში მოხდა. ნეტავ იქ "მაღლა" რას ხედავენ ჩემში კარგს?! (მეღიმება). წარმოდგენა არ მაქვს. მთავარი ხომ ის ადამიანები არიან, რომლებიც გვერდში მიდგანან. ასეთი ქალბატონი, ელენეა, რომელიც თავისი ჩვეული კილოთითა და უდრეკი ხასიათით მუდამ მმატებდა ძალას მომავლის იმედით სავსეს. მკაცრი ხასიათის მიღმა კი იმალებოდა უკეთილ შობილესი ადამიანი. შეეძლო მხოლოდ რამოდენიმე სიტყვით ან თუნდაც ერთი გამოხედვით მიეხვედრებინა თუ რას ვაკეთებდი არასწორად ან რაში ვცდებოდი. რაც მან შეეძლო კი იმაზე მეტყველებს, რომ არც ერთ ჩვენთანაგანს არ შეუძლია და არც კი ძალუძს მსგავსი რამ. მოკლედ ვიტყვი,  რომ ეს არის ჩემი ის მდგომარეობა, როდესაც სიტყვებით ვერ ავღწერ ჩემს მისდამი უსაზღვრო სიყვარულსა და პატივისცემას. ცხოვრება კი წიგნს გავს, თავისი იდუმალებიდან გამომდინარე, თუმცა თავადვე იცი, რომ ის დასრულდება.  გხიბლავს და სწორედ ეს გავიწყებს მის მოსალოდნელ ფინალს. მაგრამ არ უნდა დაგავიწყდეს ადამიანები, რომელბმაც ფურცლებად ააწყეს შენი ცხოვრება და აქციეს ერთ კარგ წიგნად. და თუ ოდესმე მკითხველი შეიყვარებს პერსონაჟებს ნაწარმოებებიდან, მაშინ ყოველი ჩემი ემოცია სწორედ გამინაწილებია იმ პერსონაჟებზე, რომლებიც რეალურად მართლაც არსებობენ. ისეთივე კეთილები და მშვენიერნნი, როგორებიც არიან აქ ფურცლებზე. დიახ! მაშინ მე ვიტყვი, რომ შევძელი თქვენთვის ყველაფერი ნათლად გადმომეცა.  მადლობა თქვენ!

                                                                                                                                      ***
კითხვაზე თუ, როგორ იყო გოგა ამ დროისთვის, დედამისმა იმედ გაცრუებულად თავი გააქნია და აღარაფერი უთქვამს. უცხოეთიდან კვლავ არაფერი ისმოდა, როგორც ჩანს და არც სათანადო დონორის ძიებას გამოუღია რაიმე შედეგი. ხელი მოვკიდე და ძლიერად მივიკარი. დაუსრულებელი ნერვიულობისა და უძილო ღამეებისგან გადაღლილი ხელებს მკერდზედ მირტყამდა და ასე ცდილობდა შეეკავებინა ის შინაგანი ხმა, რომელიც ყვირილს აიძულებდა ყველაფრისგან განსათავისუფლებლად. ერთხანს ასე ვიდექით რათა ცოტათი მაინც დამშვიდებულიყო. ის კვლავ არაფერს ამბობდა. ალბათ სწორედ ამ ყველაფერს აარიდა ღმერთმა დედაჩემი. მისი არ ვიცი, თუმცა მე იმედს არ ვკარგავ, რომ გოგას ფეხზე აუცილებლად დავაყენებთ. შეიძლება ვცდები ვერც ამას გეტყვით. შეიძლება ის სულაც არ მისცემია ბოლომდე სასოწარკვეთილებას. და თუ ეს მართლაც ასეა, ნამდვილად გამიხარდება. ძალა ხომ იმ ერთობაშია რაც ერთმანეთის გვერდში დგომით გამოიხატება. ხანდახან ალბათ ესეც არ კმარა. მოულოდნელად ფეხებში სისუტე იგრძნო და ორივენი საავადმყოფოს შუა დერეფანში მუხლ ჩაჩოქილნი აღმოვჩნდით. ვცდილობდი ცოტათი მაინც დამემშვიდებინა, თუმცა ცრემლებს ვერ იკავებდა და სულ უფრო ძლიერად მეკვრებოდა ზედ. ამ დროს თავადაც არ ვიცოდი თუ რა უნდა მეთქვა მისთვის. ყოველი სიტყვა უაზროდ მეჩვენებოდა. ხდება ისეც, რომ ფრაზები აზრს კარგავენ და მხოლოდ შენი ახლოს ყოფნით თუ შეუმსუბუქებ მოგროვილ ტკივილს. რაზეც უბრალოდ ვერ საუბრობს მას შინაგანად ახრჩობს. თანაზიარი ადამიანი კი ეს უდიდესი ნუგეშია პიროვნებისთვის, რომელიც რეალობის წინაშე აღმოჩნდა. აღმოჩნდა მარტოდ-მარტო. ეშმაკმაც დალახვროს! რატომ აქამდე არ მოვედი მასთან. რამოდენიმე დღე არ უნდა დამეტოვებინა ასეთ მდგომარეობაში. რაც არ უნდა უარყოს, მე მას ძალიან ვჭირდები. დერეფანში ხალხის ყურადღებამაც არ დააყოვნა და მალევე ყველა გარს შემოგვეხვია. ხელის მანევრით ვანიშნე, რომ უკან წასულიყვნენ, თუმცა უშედეგოდ. როგორც ყოველთვის შექმნილი აურზაური არც იქაურ პერსონალს გამორჩენია, ხოლო ცოტა ხანში დერეფანში მთავარი ექიმიც გამოჩნდა. ექიმი, რომელიც დიდი ხანია მეც კარგად მიცნობს და გოგასაც. ამ ქაოტურ მდგომარეობაში ვერც კი შევნიშნე მარიამის სიახლოვე, რომელიც რამოდენიმე წუთით ადრე მოსულიყო გოგას სანახავად. ექიმმა გოგას დედა ფეხზე წამოაყენა ხოლო იქ მყოფთ უკან დაბრუნდება თხოვა. შემდეგ კი ჩემსკენ მოტრიალდა და ყველასგან მოშორებით გავედით.
-ეს დღეები სად იყავი?
-რაღაც საქმეები გამომიჩნდა.
-ორი წუთით გამომყევი მინდა დაგელაპარაკო. ჩემთან შევიდეთ. -მითხრა მან.
-გოგას ვნახავ და  შემოვალ.
-აღარ წახვიდე. ეს დღეები შენ გელოდებოდი, ვერც მობილურზე გიკავშირდებოდი. ხომ იცი, რომ სულ კონტაქტზე უნდა ვიყოთ.
-ვიცი, ვიცი. უბრალოდ მართლა საქმეები მქონდა ხომ გესმის?

-ერთმანეთთან რა საქმე გაქვთ ექიმო? - და მოულოდნელად უკნიდან, მარიამი მოგვიახლოვდა, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში ჩუმად გვისმენდა. - ერთმანეთთან რა საქმე გაქვთ?
-მარიამ -ხელი მისკენ წავიღე რათა ცალკე გამეყვანა, თუმცა ხელი გამაშვებინა და კვლავ ერთსა და იმავეს იმეორებდა
-ერთმანეთთან რა საქმე გაქვთ?
-ერთი წუთით რა გჭირს? ექიმს რაღაცაზე ველაპარაკებოდი. რა საქმე უნდა მქონდეს მასთან?!
-ლევან...
-მომისმინე! დაველაპარაკები და მერე აგიხსნი ყველაფერს. ეს გოგას ეხება, მისი პირადი ექიმია.
-ყველაფერი მესმოდა.
-მაშინ ყურადღებით უნდა მოგესმინა თუ გგონია, რომ სწორად იქცევი?
-ლევან მოკლედ იქ ვიქნები... -მითხრა ექიმმა და თავისი კაბინეტისკენ შეტრიალდა. მშვენივრად მიხვდა, რომ ყველაფერი უფრო დიდ ჭაობს დავამსგავსე, რომელშიც თავადვე ვიხრჩობოდი, თუმცა ის უკვე კარგა ხნის შეჩვეული იყო ჩემგან თავდაცვით ქცევებს.
-აბა რა უნდა ვიფიქრო, როდესაც...
-შენ არავინ არაფერს გკითხავს, მარიამ და ეს კარგად დაიმახსოვრე! -მოვბრუნდი და ცივად გავერიდე. რეალურად კი მოცემულ რეალობას გავექეცი.
-ლევან...
-სხვა დროს, მარიამ. -უკან მოუხედავად ხელი ჩავიქნიე.

                                                                                                                            ***
ლევან -საწოლიდან წამოიჭრა, გოგა, როდესაც პალიტის შემოსასვლელთან დამინახა. -ნახე ახალი ოცნება დავწერე! -და ხელში დაკეცილ ფურცელს მაჩეჩებდა.
-ნეტავ ამჯერად რაზეა?
-როგორც შევთანხმდით ისე მოიქეცი. აქედან, რომ გახვალ მერე გახსენი და წაიკითხე.
ჩემდაუნებურად გამეღიმა. ფურცელი ჯიბეში ფრთხილად ჩავიცურე და თავზე ხელი გადავუსვი.
-წავიკითხავ.
-შენი ოცნება?
-რა ოცნება?- დაბნეულმა გავხედე.
-შენ ჩემთვის არ მოგცია ფურცელი, რომელზეც შენი ოცნება იქნებოდა დაწერილი. თამაშის წესები ხომ არ დაგავიწყდა?
-არ დამვიწყებია უბრალოდ ვერ მოვიცალე...
ამ სიტყვებზე მან ისევ მისი საწოლის გვერდზე მდგარი მაგიდიდან ფურცლები ამოიღო და მე გამომიწოდა. მგონი დეჟა ვუ მაქვს.
-მაშინ ეხლა დაწერე.
-კარგი. -და მის მახლობლად ჩამოვჯექი
-მარიამი სად არის?
-დერეფანშია და შემოვა. დედაშენს ელაპარაკება რაღაცაზე. ქალების ამბავი ხომ იცი სულ ჩურჩულებენ და ჩურჩულებენ.
-ხო ეგენი სულ ეგრე არიან. სკოლაში იცი როგორი ჭორიკანა გოგოები მყავს. რაც უნდა მეთქვა, მეორე დღესვე სხვა გოგოებმაც იცოდნენ ხოლმე. რა საჭიროა ამდენი ლაპარაკი?! -ღიმილნარევად მხრები აიჩეჩა და თან მთელი ყურადღება მაინც ჩემსკენ ჰქონდა. მიყურებდა ვწერდი თუ არა რაიმე ახალს ფურცლებზე.
-ვინმე გიყვარს?
-სკოლაში?
-გინდა სკოლაში რა მნიშვნელობა აქვს?!
-ერთი გოგო მიყვარდა მაგრამ თქმა, რომ დავაპირე იმ კვირას სხვა სკოლაში გადაიყვანეს.
-იმის მერე აღარავინ გყვარებია?
-იმის მერე ხომ აქ ვარ.
-ეგ არაფერს ცვლის. არ გინდა, რომ შეეხმიანო?-ვკითხე მას.
-ვეხმიანები ხოლმე ხანდახან. კარგი გოგოა. ხატვა უყვარს მარიამივით და შემპირდა, რომ მეც დამხატავდა. კლასშიც სულ ხატავდა.
-თუ სულ ხატავდა, როდისღა ელაპარაკებოდი?
-რავი მე...- კვლავ მხრები აიჩეჩა -როცა აღარ ხატავდა ხოლმე.
ამ სიტყვებზე გულიანად გამეცინა და საწოლზე წამომჯდარი გოგა გულზედ მივიხუტე. ალბათ გარშემო არ არსებობდა ბავშვი ამაზე მეტად ლაღი და პოზიტიური. ის მართალაც განსაკუთრებული ბავშვია.
-მთვარია ხატვა ხომ არ დაავიწყებინე ბიჭო?
-არა! -თავი გაიქნია - არც მთლად ამდენი არ გვილაპარაკია. (ღიმილი)
-რას გააკეთებ როცა აქედან წახვალ?
-ალბათ ნახატს გამოვართმევ.
-მაინტერესებს კიდევ რაზე ოცნებობ რასაც ამ ფურცლებზე არ წერ.
-გინდა კიდევ დავწერო?
-ოთახში მხოლოდ მე და შენ ვართ. არ არის საჭირო ყველაფერი დაწერო. ჩვენ ხომ მეგობრები ვართ?! მომიყევი კიდევ რაზე ოცნებობ?- ფურცლები გვერდზე გადავდე და მთლიანი ყურადღება მასზე გადავიტანე.
-პარაშუტით მინდა გასეირნება. ტელევიზორში მაქვს ნანახი და ძალიან მაგარია.
-ამაში მე დაგეხმარები.
-და შენ რაზე ოცნებობ?
-იმაზე, რომ შენ პარაშუტით აუცილებლად გაისერნო.
-ეგ როგორ? ეს ხომ ჩემი ოცნებაა?
-როგორ და შენი ოცნების ასრულება ჩემი ბედნიერებაა. ოცნებით კი იმაზე ვოცნებობთ რაც გაგვაბედნიერებს. მე კი შენ მაბედნიერებ! ესაც ჩემი ოცნება.
-რა კარგია. მაინც ხომ წაიკითხავ რაც დავწერე?
-კი, როგორც კი აქედან გავალ.

                                                                                                                                ***

ოცნების ავტორი: გოგა / 12 წლის.
დიაგნოზი: გულის მანკი. (მიტრალური) სარქვლის ნაკლოვანება. 
 
      მოგესალმები! მე გოგა ვარ 12 წლის, თუმცა ეგ უკვე ისედაც იცი. ჩემი შემდეგი ოცნება კი ასეთია: მინდა რომელიმე მუსიკალური ჯგუფის კონცერტზე მოვხვდე. ბოლო დროს ექიმი საწოლიდან ადგომის საშუალებასაც იშვიათად მაძლევს. არ ვიცი რას გადამეკიდნენ ან რა უნდათ ჩემგან. ისიც კი არ ვიცი ნანატრ კონცერტზე როგორ უნდა მოვხვდე მაგრამ ძალიან მინდა. იმედი მაქვს ძალიან ბევრსაც არ ვითხოვ. მსურს ცოცხალ მუსიკას ვუსმინო. ამ ოცნებას ჩემს მეგობარ: ლევანს ვუგზავნი. ხოლო ერთს კი ისევ შენ გიგზავნი ღმერთო. იმაში მაინც დამეხმარე, რომ სახლში წავიდე. აქ უკვე ძალიან მომწყინდა.
პატივისცემით: გოგა


                                                                                                                           

                                                                                                                    (გაგრძელება იქნება)


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები