პირდაფჩენილი და მშიერი ურნები დგანან ქალაქში, განურჩევლად ყლაპავენ ყველას და ყველაფერს: ადამიანებსა და ცხოველებს, სახლებსა და მანქანებს, ხეებსა და ყვავილებს... ზოგი რამ თვითონაც უვარდებათ ხახაში, მერე რკინის სახურავების ბრახუნით მიდიან ქალაქგარეთ, რკინისავე ხელებით ირევენ გულს და პირწმინდად ითავისუფლებენ აქოთებულ სტომაქს. აქ კი, გადაზელილი ნარჩენების გროვაში, სადაც დედები დაკარგულ შვილებს, ხოლო შვილები პურსა და ჯართს ეძებენ, სადაც წელებზე ფეხდადგმული მამები სხედან და სიგარეტის ნარჩენებს აბოლებენ, შეიძლება იპოვო ღმერთი და ჰკითხო: „ელი, ელი, ლამა საბაქთანი?“ და პასუხად გამოგიგორდეს თავი, რომელიც დიდი ხნის წინ დაკარგე.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. მზიმე ლექსია. მზიმე ლექსია.
4. უუჰ!.... კარგი ძალიან ! უუჰ!.... კარგი ძალიან !
3. რა უნდა ვთქვა?
რა უნდა ვთქვა?
2. ძალიან კარგია,,,აზრიანი,მიყვარს ასეთი ნაწერები :) ყოჩაღ +2 სამწუხაროდ მეტს ვერ ვწერ. ძალიან კარგია,,,აზრიანი,მიყვარს ასეთი ნაწერები :) ყოჩაღ +2 სამწუხაროდ მეტს ვერ ვწერ.
1. 5 და მოკითხვა რობერტს. 5 და მოკითხვა რობერტს.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|