ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანემონე
ჟანრი: პოეზია
11 მაისი, 2017


* * *





ყველაფერი მრჩება  ოხრად,  ამ ნაოხრალს  მივყვები,
ეს სიცოცხლე რისთვის მინდა მკვდარი სულის თვისებით?!

მზეო,შენი უსარგებლო  შუქი ყველგან ანთია,
ჰგავხარ ზღვაში წითელ დელფინს, ცა რომ რჩება თავღია.

უნაყოფო ხეზე ჩიტებს  ვერ ვპოულობ, პატარებს,
ალბათ თვალში თუ დამაკლდა, ანდა სმენა დავკარგე.

ლერწმის  ბაღში  წყარო გადის, თავის თავის ერთგული,
ამ წყაროზე პირს არ იბანს არც ფოთოლი,  არც ღერი,

ყველაფერი მრჩება ოხრად,  გამოვაწყე ლამაზად,
მარტო დარჩენილი თავი , მხოლოდ  ლექსის ამარა.

რომელ წყალში  გადავარდე, ან რომელ გზას დავადგე,
რადგან მიზის  ეს სიცოცხლე მკვდარი სულის ბალანსზე.




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები