ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ადვოკატი კახაბერ როდინაძე
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
16 მაისი, 2017


იცოდით თუ არა თქვენ, თუ რატომ იყო საქართველოს ყველა ხელისუფლების მიერ, დაწყებული 1990 წლიდან, თვალთმაქცურად მიჩქმალული ის ფაქტი, რომ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციის 107-ე მუხლის თანახმად აფხაზეთს („აფხაზეთის სოხუმის ოლქი“), აჭარას („სამუსლიმანო საქართველოს ბათუმის მხარე“) და ზაქათალას („ზაქათალას ზაქათალის ოლქი“) მიენიჭათ ავტონომიური მმართველობა?

იცოდით თუ არა თქვენ, თუ რატომ იყო საქართველოს ყველა ხელისუფლების მიერ, დაწყებული 1990 წლიდან,  თვალთმაქცურად  მიჩქმალული ის  ფაქტი, რომ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციის 107-ე მუხლის თანახმად აფხაზეთს („აფხაზეთის სოხუმის ოლქი“), აჭარას („სამუსლიმანო საქართველოს ბათუმის მხარე“) და ზაქათალას („ზაქათალას ზაქათალის ოლქი“) მიენიჭათ ავტონომიური მმართველობა?



იცოდით თუ არა თქვენ, თუ რატომ იყო საქართველოს ყველა ხელისუფლების მიერ, დაწყებული 1990 წლიდან,  თვალთმაქცურად  მიჩქმალული ის  ფაქტი, რომ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციის მეთერთმეტე თავის  107-ე მუხლის თანახმად:

„საქართველოს რესპუბლიკის განუყოფელ ნაწილებს — აფხაზეთს სოხუმის ოლქი, სამუსლიმანო საქართველოსა ბათუმის მხარე და ზაქათალას ზაქათალის ოლქი ენიჭებათ ადგილობრივ ავტონომიური მმართველობა“.


გავიხსენოთ, 1980-იან წლებიდან დაწყებული დღეის ჩათვლით, რას ამბობდნენ და ახლაც ამბობენ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციის 107-ე მუხლის წაუკითხავი „დიდი პოლიტიკოსები“, აფხაზეთის („აფხაზეთის სოხუმის ოლქი“) და აჭარის („სამუსლიმანო საქართველოს ბათუმის მხარე“) ავტონომიები, როგორ გაჩნდაო? ვინ შექმნაო?

გავიხსენოთ, 1980-იან წლებიდან დაწყებული დღეის ჩათვლით, რას ითხოვდნენ და ითხოვენ „დიდი პოლიტიკოსები“?

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციის მოქმედების აღდგენას.

და ერთდროულად გავიხსენოთ, 1980-იან წლებიდან დაწყებული დღეის ჩათვლით, როგორ  ითხოვდნენ და ითხოვენ „დიდი პოლიტიკოსები“ აფხაზეთის („აფხაზეთის სოხუმის ოლქი“) და აჭარის („სამუსლიმანო საქართველოს ბათუმის მხარე“) ავტონომიების გაუქმებას, ანუ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციის მეთერთმეტე თავის  107-ე მუხლით დადგენილი სახელმწიფოებრივი მოწყობის შეცვლას, ანუ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციის შეცვლას.

ანუ, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციის 107-ე მუხლის წაუკითხავი „დიდი პოლიტიკოსები“ ითხოვენ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციის მოქმედების აღდგენას და მის დაუყოვნებლივ შეცვლას.

ცნობისთვის, შეგახსენებთ, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციის თანახმად, მასში ცვლილების შესატანად ჯერ აუცილებელი იყო პარლამენტის წევრთა 2/3-ის ხმის მიღება, შემდეგ კი ამ ცვლილების რეფერენდუმზე დამტკიცება.

სიტყვა „მიტინგი“ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციის ტექსტში ნახსენები არ არის.

იმათ საყურადღებოდ, ვინც ერთმანეთისგან ვერ ანსხვავებს „ადგილობრივ თვითმმართველობას“ და „ავტონომიურ მმართველობას“, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციაში „ადგილობრივი თვითმმართველობა“  განიხილება მე-10 თავში, „ავტონომიური მმართველობა“ განიხილება მე-11 თავში.

დაწვრილებით იხილეთ ვებ-გვერდზე:

https://ka.wikipedia.org/wiki/საქართველოს_დემოკრატიული_რესპუბლიკის_კონსტიტუცია

კახაბერ როდინაძე
ადვოკატი
ბათუმი, აჭარა
16.05.2017

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გ.დ. ვულოცავთ დაბადების დღეს