ნაწარმოებები


ნეფერტარის “ბედუინი“ 15 აგვისტოდან წიგნის მაღაზიებში გამოვა, მსურველებს შეგიძლიათ შეიძინოთ     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: ლუტეცია
ჟანრი: პოეზია
15 მაისი, 2017


მარადიულზე

ვერა, ვერაფრით დავივიწყე
უმთავრესის არსებობა
ამ სამყაროში;
ვერ დავუხუჭე ოდნავ მბჟუტავ
იმედს თვალები,
ვერ დავიტირე,
ვერ დავმარხე სამარადჟამოდ...
ბევრჯერ ვუთხარი თავს
(და მაინც ვერ დავაჯერე):
გგონია, დიდი სიყვარული მართლა არსებობს?
ჰო, მილიონში ალბათ ერთი გამოერევა;
შენ კი, ზღაპრული რომ გგონია,
იმათგან ბევრი
მოჩვენებაა, ფასადია,
ფარსია სულაც...
ნუთუ ვერ ხედავ, რომ ამდენი ტკივილი ქვეყნად,
ამდენი ტანჯვა მხოლოდ ერთის დასტურია -
ის არ  არსებობს, ან ოდესღაც
იყო და… გაქრა.
ვერ დავარწმუნე მეორე მე,
(რომ აღარ ჰყოფნის დედამიწა
და ედება მთელ გალაქტიკას):
ერთადერთი, მარადიული -
თუმცა ლამაზი სიტყვებია,
სინამდვილეში
აქ და ახლა - არსებობს მხოლოდ...
მიწაზე მყარად დგომაშია
ბედნიერება.

...და აი ერთხელ,
მან შემოაღო
კარი და ვითომც არაფერი,
თითქოს დიდი ხნის
წინ დამპირდა, რომ მოვიდოდა,
უბრალოდ მითხრა:
„კიდევ კარგი, რომ
სახლში დამხვდი,
შემაგვიანდა.“



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ლომი ვულოცავთ დაბადების დღეს