ნაწარმოებები


პოეზიის საქველმოქმედო საღამო     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე http://urakparaki.com/?m=13&Theme=1528     * * *    

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
15 მაისი, 2017


Александр Сергеевич Пушкин - He спрашивай, зачем унылой думой

ალექსანდრე პუშკინი - ნუ მეკითხები, თუ რა მიზეზით

ნუ მეკითხები, თუ რა მიზეზით
ლხინშიც მამწუხრებს მჭმუნვარე ფიქრი,
ყოველს რად ვუცქერ პირქუში მზერით,
რად არ დავტკბები ყოფის ტკბილ სიზმრით.

ნუ მეკითხები, მხიარულ ტრფიალს
რად აღარ ელტვის სული მყინვარე
და აღარავის ვუწოდებ ძვირფასს -
ვისაც უყვარდა, კვლავ ვერ იყვარებს.

ბედს ვერ ეწევა, ერთ დროს სვიანი,
ხანმოკლე წამი გვაქვს მოსალხენად,
ვნების, განცხრომის და ყრმობის ჟამი
როს ქრება, გვრჩება სასოწარკვეთა...

15 მაისი, 2017 წ.



Александр Сергеевич Пушкин - He спрашивай, зачем унылой думой

He спрашивай, зачем унылой думой
Среди забав я часто омрачен,
Зачем на всё подъемлю взор угрюмый,
Зачем не мил мне сладкой жизни сон;

Не спрашивай, зачем душой остылой
Я разлюбил веселую любовь
И никого не называю милой —
Кто раз любил, уж не полюбит вновь;

Кто счастье знал, уж не узнает счастья.
На краткий миг блаженство нам дано:
От юности, от нег и сладострастья
Останется уныние одно...

1817

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები