ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მაა.საა.
ჟანრი: პოეზია
16 მაისი, 2017


შენ

შენ ხო შენ მოგმართავ შენ
შენ თბილად რომ მოკალათებულხარ დივნის კუთხეში
დივანს რომელსაც კატების,ამჟავებული საჭმლის,მარტოობის და უსაქმურობის სუნი ასდის
შენ მხოლოდ ატრიბუტი ხარ უსულო საგნებს შორის
მოგმართავ შენ ხო შენ
ჩუმად რომ ატუზულხარ კედელთან რომელიც მეზობლის ოთახისგან  გყოფს და დიდი მონდომებით უსმენ მის თითოეულ გაფაჩუნებას, შემდეგ კი დაწვრილებით უყვები დანარჩენ მეზობლებს  თუ რამდენჯერ გაათავა თუ დააცემინა თუ მოფსა მისმა საყვარელმა
მოგმართავ შენ ხო შენ
შენ რომელიც დადიხარ ქალაქის ქუჩებში შუშის თვალებით
არ იმჩნევ სისხლით შეღებილ ასფალტს რომელზეც სულ რამდენიმე წუთის წინ გოგომ დაასხა ტვინი
ცივად აუვლი გვერდს და დაწერ სულისშემძვრელ სტატუსს სოციალურ ქსელში
თუ რაოდენ დიდ ცოდვას სჩადიან  თვითმკვლელნი
მოგმართავ შენ ხო შენ
მორჩილებით რომ დგახარ ეკლესიაში
თავს ურტყამ იატაკს მეტანიებით, შემდეგ კი გამალებით ურტყამ სახლში ცოლს
ზოგჯერ შვილსაც კი
მაგრამ არასდროს საყვარელს რომელიც საოცარ მინეტს გიკეთებს
მოგმართავ შენ ხო შენ რომლსაც ქოლესტერინის დონე უფრო მაღალი გაქვს
ვიდრე ინტელექტი
მოგმართავ შენ ხო შენ რომელსაც ბოღმა თევზის ფხასავით გაქვს გაჩხერილი ყელში გულს გისივებს და მხოლოდ ღმერთმა უწყის ან ეშმამ თუ როდის მოგიღებს ბოლოს ან ქოლესტერინი ან ბოღმა,
რომელიც ადრე თუ გვიან გასკდება და გეიზერივით ამოხეთქავს შენი დამპალი სხეულიდან
მოგმართავ შენ ხო შენ რომელსაც ღრმად მხოლოდ მაშინ გსიამოვნებს როცა საქმე ფულს ეხება და არა ადამიანურ კავშირს
შენ რომელსაც საზოგადოებაში და ურთიერთობაში სტატუსი უფრო გაწუხებს
ვიდრე ამ საზოგადოებისა და საყვარელი ადამიანის ბედი
შენ რომელიც გამუდმებით ელოდები მესიას,რომელიც ცხოვრებას აგიწყობს
შენ რომელიც ზრდი შვილს არა მისი მომავლისთვის არამედ საკუთარი თავისთვის
შენ რომელიც გამუდმებით სხვას შეჰყურებ ხელებში
შენ, შენ, შენ, ხო შენ, შენც, ყველა, ყველა  თქვენ დამნაშავეები ხართ
თქვენ ბრალი გედებათ სიძულვილისთვის,ბოღმისთვის,მკვლელობისთვის, უმოქმედობისთვის,ზოგჯერ კი  ზედმეტი აქტიურობისთვის,კაცთმოძულეობისთვის და ფულის გაკერპებისთვის
გამოდით გარეთ! აღიარეთ დანაშაული ! დაისაჯეთ ! გაიმათრახეთ თავები
დაიხოკეთ სახეები და დაიგლიჯეთ თმები
გამოდით გარეთ ! გამოდით და თქვით, გამოდით და იყვირეთ, იღრიალეთ ამოუშვით თქვენი ცოდვები
და მაშინ იქნებ მეც შემოგიერთდეთ მაგრამ არა როგორც მხსნელი
არა როგორც  მქადაგებელი, არა როგორც მრჩეველი და მოძღვარი და მწყემსი გზააბნეულთა
არამედ როგორც  ერთ დროს ერთ- ერთი თქვენთაგანი რომელმაც უკვე მოინანია საკუთარი უმოქმედობა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები