ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: პოეზია
20 იანვარი, 2009


დროისგან

გულისცემა ნება-ნება მივუშვი,
უნებურად ავედევნე ტაეპებს,
უშენობის მენიუ მაქვს... დღიურში
ხელი მელნით კოქტეილებს აკეთებს.

ფეხაკრეფით გადავუვლი მძინარ ხიდს,
სიმშვიდისფერ ნაჩვევ მანდილს მოვისხამ,
საწვიმარწამოფარებულ ბინაში
დავყრი დარდებს, გამოფიტულს... დროისგან

გადმომედო სუნთქვა არითმიული,
აღარ ვითვლი ისრებშემჭკნარ საათებს,
დუმილია ახლა ჩემი ჟიური,
გავბედავ და ლექსთან წავიკამათებ.

მეტყვის _ გატყობ, უძილობის სიხშირემ
ნაოჭებით დაგიმძიმა თვლები,
მოიშორე ფიქრის ბუდე ტვირთმძიმე,
თორემ მალე აღარ შემებრალები.

შეიძლება, სულ დავმუნჯდე, შენ შიგნით
ჩავიკარგო, ჩავიკირო, გავქვავდე,
იქნებ მერე აღარ გერქვას შეშლილი,
ან სრულებით განიავდე, გაქარდე.

იქნებ შეძლო ალმოდებულ კაეშანს
შეუნაცვლო სიმყუდროვე ღვთიური...
ჩემი გზები მოლოდინებს გაექცნენ,
გადმომედო სუნთქვა არითმიული.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები