ნაწარმოებები



ავტორი: რობერტ მესხი
ჟანრი: პოეზია
22 მაისი, 2017


ოპერატორი

„და თქვენ გგონიათ, ეს კარგია?“
/ენემეო სიდიანი/

დიაფრაგმაა ხიდი.
ყველა სხივი აქ გადატყდება.
მთავარია სენსორი როგორ რეაგირებს,
რისი დანახვის შესაძლებლობას გაძლევს -
სიზმრების თუ სანაპიროზე ჩარიგებული მიმოზების,
იქნებ, ბებერი ციხეც მოიწვდინო,
მთებს შორის ჩვილივით ჩაკრული რიწაც,
მაგრამ არ უნდა დაგაღამდეს,
ღამეში ხედვის მატრიცა თარაშ ემხუარმა მოიტაცა,
თარაშ ემუხუარი კი - უხიდო მდინარემ
და კვების ბლოკიც ხომ მოთმინებით უნდა დატენო,
სარკეები რომ არ ჩაგიქრეს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები