ნაწარმოებები


გთხოვთ დავეხმაროთ საიტის წევრს კონკურსში გამარჯვებაში. დეტალები იხილეთ ნაწარმოების ბოლოს https://urakparaki.com/?m=4&ID=113471     * * *         * * *         * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარიამ ბეროძე
ჟანრი: პოეზია
21 მაისი, 2017


არეთა

ჩემი ცოლი ბედუინია.
ღამღამობით,
მე მას გახურებული ბარხანების,
ჩამავალი მზისა
და ქარიშხლების მელოდიას ვუმღერი -
ასეთია ჩემი სიყვარული, როცა სძინავს.

მისი სიზმრები ჩემთან ყოფნის დატირებაა,
ჩემთან ყოფნის დატირებაა მისი სიზმრები...

ჩემს ცოლს არეთა ჰქვია.
მის თითებს მწიფე ფინიკის, ახალი რძისა
და დატკბილული ბრინჯის გემო აქვს.

საღამოობით, როცა დაღლილი კოცონს ვახურებ,
ის მოშორებით, ჩემგან ზურგით, გაქვავებული,
დგას და ცის კიდეს მისჩერებია...
მე ვეუბნები :
"-შემომხედე, მე შენ მიყვარხარ!
თქვი - უჰიბბუქა, უჰიბბუქა ია შამსი ანთა!"

ის მდუმარეა.
ქვიშის გემო დაჰკრავს სიჩუმეს
და სიცივეა....
.
ჩემს ცოლს არეთა ჰქვია, ახლა ესაა მისი სახელი.
დგას იგი ასე, გამომშრალი ნუშის ლებანი,
დროგამოშვებით
და წვიმის სუნივით ენატრება რაღაც, რაც მაშინ,
მისი ყიდვისას დავტოვე ან დამრჩა ბაზარში.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები