ძაღლის გახრწნილ ლეშს გადმოაბიჯე, მომიახლოვდი, მტვრიან ტუჩებზე დამადე ყური და მოგიყვები, როგორ შევჭამე საკუთარი, მუშტისხელა ვაჟი. . შეხედე თვალებს, მოისმინე გლოვის სიმღერა - ჩემი მკლავები ვერ დაარწევს მძინარე იუსუფს, ვერც ჩემი სუნთქვა შეუგრილებს გაოფლილ კისერს, მისი სურნელი, როგორც ქარში ქვიშის მარცვალი, ისე დავკარგე. ვინ დაიტირებს, ჩემთან ერთად ვინ დაიტირებს?! მე ვარ შვილმკვდარი და რძემდინარე დვრილებიდან ტკივილებს ვკვებავ. . ვაგრძელებ - ციდან ჩამოცვენილ სიკდილზე ვყვები. სად არის ქმარი, ჩემი ქმარი, სახლი და პური? - მხოლოდ ნამწვავი. მხოლოდ მტვერი. მხოლოდ ტირილი. . სიზმარი - ფერფლად გადაქცეულ შვილს ვეფერები, მუჭებში ვიტევ და ლუკმა-ლუკმა , ნება-ნება, მალულად ვყლაპავ - მუცლიდან ვშობე, მუცელშივე ვაბრუნებ თითქოს. . მოდი, მაჩვენე სად მთავრდება ჩემი ტკივილი, ჩემი ცრემლებით გაპოხილი მიწა, სამშობლო პალესტინა, მკვდრების ქვეყანა.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. მხოლოდ ნამწვავი. მხოლოდ მტვერი. მხოლოდ ტირილი. მხოლოდ ნამწვავი. მხოლოდ მტვერი. მხოლოდ ტირილი.
11. ვინც პირველი გაიგებს, საჩუქარი ჩემზეა!
პ.ს. პაპუნა, გინდა აქაური მარლბორო დაგიადო? :დდდ
ვინც პირველი გაიგებს, საჩუქარი ჩემზეა!
პ.ს. პაპუნა, გინდა აქაური მარლბორო დაგიადო? :დდდ
10. ჩვენ ხო რას ამბობ, გვესმის რას ვამბობთ :D ჩვენ ხო რას ამბობ, გვესმის რას ვამბობთ :D
9. თორნიკე, პაპუნა, გამარკვიეთ ! ვერაფერი გავიგე :დ თორნიკე, პაპუნა, გამარკვიეთ ! ვერაფერი გავიგე :დ
8. ვიფიქრე, ვიფიქრე, ვიფიქრე, მეტი რა მქონდა საქმე და მემგონი მართლა იგია ეგი, ოღონდ შენ არ ამინერვიიულდე :* ვიფიქრე, ვიფიქრე, ვიფიქრე, მეტი რა მქონდა საქმე და მემგონი მართლა იგია ეგი, ოღონდ შენ არ ამინერვიიულდე :*
6. მტვრიან ტუჩებზე დამადე ყური და მოგიყვები, როგორ შევჭამე საკუთარი, მუშტისხელა ვაჟი.
ხურციძე... ეგი იგია რაც მე ვიფიქრე თუ სხვა რამეა? ოღონდ შემაპარე პასუხი თუარა ორივე შემთხვევაში გული გამისდტება...
კაია... ქაოსია, იგია, ეგია... მარა მიდის ტექსტი, კვანძი წყდება და გამართულია პოეტურად.
+5 მტვრიან ტუჩებზე დამადე ყური და მოგიყვები, როგორ შევჭამე საკუთარი, მუშტისხელა ვაჟი.
ხურციძე... ეგი იგია რაც მე ვიფიქრე თუ სხვა რამეა? ოღონდ შემაპარე პასუხი თუარა ორივე შემთხვევაში გული გამისდტება...
კაია... ქაოსია, იგია, ეგია... მარა მიდის ტექსტი, კვანძი წყდება და გამართულია პოეტურად.
+5
5. ო, პალესტინა, პალესტინა.... მოგიკითხე :* ო, პალესტინა, პალესტინა.... მოგიკითხე :*
3. ხუჭუჭაა :*** მაგარი გოგო ხარ შენ მომენატრე ხუჭუჭაა :*** მაგარი გოგო ხარ შენ მომენატრე
2. კაი გოგო ხარ...+++++ კაი გოგო ხარ...+++++
1. მგონია, არა, დარწმუნებული ვარ, რომ ეს ლექსი რომელიმე აზიური წიგნის წაკითხვის შემდეგ დაიბადა, მარიამო! <3 მერე დაგიძებნი ერთი პალესტინელი რეჟისორის ფილმებს, გვარი არ მახსოვს, სასწაული ფილმებია, ერთი ამოსუნთქვით ვნახე. მას შემდეგ აღარაა პალესტინა ტერორისტების და ჯიჰადის მიწა ჩემს თვალში. პ.ს. წუხელ ახალ ამბებში მოგკარი თვალი წიგნებჩახუტებულს, ჰოდა, ხუთიანს ჩაგახუტებ ამ ლექსისთვის :* მგონია, არა, დარწმუნებული ვარ, რომ ეს ლექსი რომელიმე აზიური წიგნის წაკითხვის შემდეგ დაიბადა, მარიამო! <3 მერე დაგიძებნი ერთი პალესტინელი რეჟისორის ფილმებს, გვარი არ მახსოვს, სასწაული ფილმებია, ერთი ამოსუნთქვით ვნახე. მას შემდეგ აღარაა პალესტინა ტერორისტების და ჯიჰადის მიწა ჩემს თვალში. პ.ს. წუხელ ახალ ამბებში მოგკარი თვალი წიგნებჩახუტებულს, ჰოდა, ხუთიანს ჩაგახუტებ ამ ლექსისთვის :*
|
|
მონაცემები არ არის |
|
|