ნაწარმოებები


შაბათს, გადაცემა "სოფლის დილაში",საზოგადოებრივ რადიო, რადიო 1-ზე, ტალღაზე ეფ-ემ 102.4 დილის 9 საათსა და 45 წუთზე თამარ ბოლქვაძე ( თანანა ) კითხულობს "ლილე 2017"-ის გამარჯვებულ ნაწერს - ნინო ქადაგიძის "რუფინე-ქერისფერს"!!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
22 მაისი, 2017


წაუგებელი

ნინო დარბაისელი

წაუგებელი
- - - -
(ეტიუდებიდან)

ყველა სიყვარული - მაინც თამაშია.
ზოგი - აღტაცებით, ზოგი - გატაცებით,
ზოგი - მოტაცებით, ზოგი - მიტაცებით,
ზოგი - სასოებით, ზოგი - ასოებით,
ზოგი - ენის წვენით, ზოგი - დანის წვერით,
კვდომით, შემოკვდომით - ყველა თამაშია,
ჰოდა, სიყვარულის ძალაც ამაშია!

ჩვენ რას ვთამაშობდით?
ვცადეთ ყველაფერი
და ერთი შემოგვრჩა მხოლოდ შესაფერი:
აჭრიდი  დასტას და შენვე არიგებდი,
ზოგჯერ იგებდი და ზოგჯერ -  არ იგებდი,
თუნდაც წაგებული - ჭკუას მარიგებდი:
- აი, ხომ გითხარი, ამ ხელს დავკარგავდი!
(თუნდაც წაგებული არავის არ ჰგავდი)
სიტყვის არ ვიყავი მაშინ
მომგებელი,
გიყვარდა თამაში  შენ წაუგებელი.
ჭაპანს ვეწეოდი, ერთგული, ვით ხარი.
,,ვიცი, დამტოვებო” - რამდენჯერ მითხარი.
გამართლდა პროგნოზი შენთვის მორგებული.
თამაშწაგებული, სიტყვამოგებული
სადა ხარ?
როგორ ხარ?
ვისთან ხარ?
რას შვრები?
ვინ გეთამაშება?
ვის ეთამაშები?

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები