ნაწარმოებები


ოთარ რურუას ლექსების კრებულის წარდგინება     * * *     ლევან მაისურაძის სადებიუტო რომანის წარდგინება     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *         * * *         * * *     ოქსფამის კონკურსი საუკეთესო აკადემიური ესესთვის     * * *     ლიტერატურული ფესტივალი „ინსომნია“     * * *     ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2017“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: პაპუნა გიორგაძე
ჟანრი: პოეზია
25 მაისი, 2017


კატები

ჩემი კატები უჩიოდნენ იმ ღამით შიმშილს,
ჩემი ფანჯრიდან ღამის ქუჩა ჩანდა დრეკადი
იყო შიმშილი, უძილობა, სიკვდილის შიში
შენკი გაბმული ტელეფონის ზარით რეკავდი.
შეგხვდი... მაშინ ვთქვი რომ ჩემდამი რაღაც კომერცი -
ული სწრაფვა და უჩემობა ერთად დაგყვება,
სხეულთან ერთად ცოტა ფული კიდევ მომეცი
ჩემი კატების ორი ღამით გამოსაკვევად.
ო, ახლაც მახსოვს შენი ძღვენი ძვირფასო ჩემო,
ჩემი კატების მაძღარი და მშვიდი კრუტუნი,
დღეების შემდეგ როგორც იქნა მოწევის გემო
და ჩემს ფილტვებში გარდაცვლილი სული თუთუნის.
გონებამ ფიქრებს არსებობა გამოარიდა,
რომ სიყვარული წარმოიშვა მართლა ფულიდან,
ჩემი კატები გალოკავენ მთვარეს ფანჯრიდან
მე კი შენს სხეულს, გამჭვირვალე საღამურიდან.
და მსგავს ვნებაში დამათენდეს ყოველი დილა,
იგივე ვნებით მინდა ისიც რომ დავაღამო,
მე შენ მიყვარხარ, უანგაროდ, გულწრფელად, ფრთხილად,
მიყვარხარ, თუნდაც მხოლოდ ჩემი კატების გამო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები