ნაწარმოებები


ოთარ რურუას ლექსების კრებულის წარდგინება     * * *     ლევან მაისურაძის სადებიუტო რომანის წარდგინება     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *         * * *         * * *     ოქსფამის კონკურსი საუკეთესო აკადემიური ესესთვის     * * *     ლიტერატურული ფესტივალი „ინსომნია“     * * *     ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2017“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: დაკარგული
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
31 მაისი, 2017


ძვირფას ქართველ ქალებს ( და არა მარტო ...)

                                                                                                                    სცენარს დგამენ და ამ სცენარში თავს იღუპავენ,
                                                                                                                    სულს, სადღაც სხეულის თამაშით კარგავენ.

                                                                                                                    ლაბირინთიდან გასვლას ცდილობ და გახსენდება
                                                                                                                    რომ გასასვლელი, აღარსად არის, თვითონ ჩაკეტე.
                                                                                                                                                                                        ემილი1999

ბოლო დროს, განსაკუთრებით ინტერნეტსივრცეში გავრცელებული ემიგრანტი ქალების სტატუსები გახდა თვალში საცემი, სადაც ქართველ მამაკაცებს აკრიტიკებენ უპასუხისმგებლობის გამო. ამასთან დაკავშირებით მინდა რამდენიმე სიტყვით  შევეხო ამ პრობლემას და ამჯერად სულ სხვა კუთხიდან დავინახო ამ ტენდენციის შესაძლო გამომწვევი მიზეზები. 

    როგორც ცნობილია 90-იანების კრიზისმა გამოიწვია უმუშევრობა. მეტ წილად ქალებისთვის განკუთვნილი თავისუფალი სამუშაო ადგილები მოიძებნებოდა იმ პერიოდში. ქართველ ქალებში დედობრივმა ინსტინქტმა იმძლავრა და ძალიან დიდი ენთუზიაზმით აიღო ამ "სუსტმა" სქესმა საკუთარ თავზე ოჯაცის მარჩენალის ფუნქცია. ჯერ იყო თურქეთი, შემდეგ გარევაჭრობა. ეს მძიმე პერიოდი ბევრმა ოჯახმა სწორედ ქალების თავდაუზოგავი შრომის წყალობით მეტნაკლებად უმტკივნეულოდ გადალახა. დღესდღეობით კი სიტუაცია სხვაგვარადაა: მეტნაკლებად თანაბარი შანსი არის ქალისა და მამაკაცისთვის დასაქმებისთვის. მაშ რატომ გასტანა 90-იანი წლების ტენდენციამ დღემდის?! რატომ არის  N რაოდენობა ქართველი ქალი საზღვარგარეთ სამუშაოდ გადახვეწილი, ოჯახის ფინანსურად უზრუნველყოფისთვის და რატომ უგზავნის ფულს უფუნქციო, დაუსაქმებელ ჯან-ღონით სავსე ქმარ-შვილს? 

მითი:
ქართველი კაცი სმასა და გართობას არის გადაყოლილი  და მთელი პასუხისმგებლობა გადაბარებული აქვს ქალზე.

რეალობა:

პრობლემის თავი არის ქართველი ქალის "თანადამოკიდებულებისადმი" მიდრეკილება. მერწმუნეთ, ბევრი ეროვნების ქალს ვიცნობ, მაგრამ მსგავსი რამ არცერთ ერში მინახავს. მოკლედ ავხსნი:  "თანადამოკიდებული" არის ის ადამიანი, რომელიც ყველანაირი გზით, შესაძლოა აბსოლუტურად გაუცნობიერებლად ცდილობს მის გარშემო მყოფი ადამიანები მასზე დამოკიდებული გახადოს. "თანადამოკიდებულ" ადამიანს ჰაერივით სჭირდება მასზე "დამოკიდებული" ადამიანები. აბსურდიაო იტყვით?! რის ფასად? მიზეზი შესაძლოა იყოს, აღზრდა, დაბალი თვითშეფასება. შესაძლოა ასეთ ადამიანს ბავშვობიდან ჰქონდეს ჩაგონებული, რომ იგი მხოლოდ მაშინ არის ღირებული თუკი ის სხვას რაიმე კარგს უკეთებს, თუკი იგი სხვისთვის "საჭიროა". იმისთვის რომ ის საკუთარ თავს ღირებულ ადამიანად თვლიდეს, ის მზად ხდება ამისთვის  "გადაიხადოს", მზად არის  "იყიდოს" სიყვარული. თანადამოკიდებული ტიპის ადამიანის მეორადი სარგებელი არის  მისი ძალაუფლებაშიც, რომელსაც იგი ამყარებს მასზე დამოკიდებულ ადამიანებზე.  მას ადვილად ხომ ვერავინ მიატოვებს, იგი "საჭიროა" მატერიალური თვალსაზრისითაც. საქართველოში კი მარტოდ დარჩენის ისე ეშინიათ, როგორც არცერთ ქვეყანაში. გადაჭარბებულ ნათქვამად ნუ ჩამითვლით, მაგრამ "თანადამოკიდებული" ქალი არის ნამდვილი "ქილერი" , რომელიც ჯანმრთელ, ჯანიან, სიცოცხლისუნარიან მამაკაცს შეუკრავს ხელ-ფეხს და მასზე დამოკიდებული გახდის. 

არაერთხელ შევსწრებივარ უცხოეთში მცხოვრები პოსტსაბჭოთა სივრციდან ჩამოსული ქალების საუბარს და გავოგნებულვარ, როგორი სიამაყით უზიარებდნენ ერთმანეთს თუ ვის რა ძვირფასეულობები ხვდა საჩუქრად მეუღლისა თუ საყვარლისგან, მაშინ როდესაც ქართველი ქალების სასაუბრო თემა არ სცდებოდა ქმრისა თუ შვილისადმი "უესთერნ იუნიონით" გაგზავნილი ფულის თემას. ამასთან ერთმანეთს უთანაგრძნობდნენ: "ეჰ, ჩვენ რომ არა ჩემო კარგო, შიმშილით მოკვდებოდა N-რაოდენობა სული". ამასთან N -რიცხვის სიდიდე უდაო კრიტერიუმია ქალის ე.წ. ღირებულებისა: რაც მეტ სულს ინახავს, მით უფრო "ყოჩაღია". ეს ურთიერთნუგეში კი მათ "ეგოს" ბალზამივით ედება: " მხსნელ, თავგანწირულ" ქალს. როგორ ჩანს ქართველი ემიგრანტი ქალისთვის მისი პირადი თვითშეფასება ( და არა რეალური ღირებულება) პირდაპირპოროპორციულია მასზე დამოკიდებული სულის რაოდენობა X მათზე გადახდილ თანხისა, მაშინ როდესაც ზემოთხსენებული სხვა ეროვნების ქალებისთვის (რაც ასევე არასწორია) თვითშეფასება პირდაპირპროპორციულია მათთვის გაღებული საჩუქრების ღირებულებისა. 

(გაგრძელება იქნება )

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები