ნაწარმოებები



ავტორი: დარინა
ჟანრი: პოეზია
27 მაისი, 2017


თვითირონია

რად გვინდა ზედმეტი ვარამი,
ვერ ხედავ? ცხოვრება მიდის.
თან არ გადაგყვება არავინ,
სჯობს იყო დინჯი და მშვიდი.
რაღა საჭიროა, სიყვარულს
მიხსნიდე შენ წარა-მარა.
მიწაზე კი მყარად სიარულს
დროა მივეჩვიო, კმარა
ოცნების ბილიკზე ფრენა და
გულშიც სიყვარული დიდი.
თან არ გადაგყვება არავინ,
ცხოვრება მარტივად მიდის.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები