ნაწარმოებები



ავტორი: ჰერკულესი
ჟანრი: პროზა
15 ივლისი, 2017


შეშლილის დღიურები - თავი-IX <ჰიპნოზი>

საძინებლიდან გამოსულ ქალს წარმოუდგენელი ტრანსფორმაცია განეცადა, რამაც მამაკაცის ყურადღება მიიპყო და მასში წუთი დაფიქრება დამოიწვია.
-რაიყო? ხომ არ გადაიფიქრე?
-რა თქმა უნდა არა მისს. ცოტათი გაოცებული ღიმილით უპასუხა მან.
-ჯონათან ეს გოგო თანდათან მომწონს. შენ რას იტყვი? ჰა ჰა ჰა ჰა ჰაა
შავი მომდგარი ტყავის შარვალი, შავი ფეხსაცმელი, შავი ქურთუკი დაბალი საყელოთი. შავი ტყავის ხელთათმანები შარვალზე საკიდით ჩამოეკიდა და ხელში თხელი ლურჯი ქეისი ეჭირა.
-მაშინ წავედით!
-შენ რა....
-სწორედ მიხვდი
-ვაუუუუ მის, არც ისეთი სინაზე ყოფილხარ, როგორიც ჩანხარ. ეგ რა არის?
-მალე გაიგებ.
ლიფტით საერთო ფარეხში ჩავიდნენ და კერძო სადგომებისკენ მიუძღვება ქლერი მამაკაცს.
-დოკ იმაზე რას იტყვი რო ნახევარ საათში კომენდანტის საათი იწყება?
-ვიცი მაგრამ ნახევარ საათში ქალაქში არ ვიქნებით. თავდაჯერებულად და მოჭრილად უპასუხა.
-და სად მივდივართ?
-იქ სადაც ჩემი ლიცენზია უფრო დაცული იქნება.
ფარეხის კარი ბოლომდე აიწია და ჯონის სახე რადიკალურად გადაეწყო გაოცებულის რეჟიმზე.
-არ არსებობს.
-შეეხე და დარწმუნდი.
-ეს ხო ტრიუმფია, რაკეტა სამი, როდსტერი 2017 წელს გამოშვება!
-ნამდვილად ისაა
-სერია ბნელი მხედარი- დან, ნიკელის ნაცვლად შავი მშრალი საღებავი, ვაუუუუუ დოკ, აპლოდისმენტებს ნამდვილად იმსახურებ.
-მადლობთ, შეიფერა ქლერმა და სახეზე სიამოვნება დაეტყო.
-და საიდან გყავს? ისინი ხო თითქმის 85 წელია აღარ იწარმოება? და თან აკრძალულია! როგორც ჩანს ვიღაცას უყვარს კანონების დარღვევა!!
-ეს უკვე შენი საქმე აღარ არის!!
-ვინც ეს გაჩუქა გამორჩეული გემოვნება ქონია. შეიძლება საჭესთან მე დავჯდე დოკ?
-შენ ხო მანქანის ტარებაც არ იცი?
-კი, მაგრამ ამას ნამდვილად გავმართავ.
-არა ჯონ, ეს ჩემთვის ძალიან ძვირფასია და ვერ განდობ, თანაც მე ძალიან კაგი მძღოლი ვარ.
-ქლერ! ესღა უთხრა ჯონმა და თვალებში ერთი ჩახედვით, რაღაც შეცვალა, მოაჯადოვა, დაამარცხა, დაათმობინა, დაარწმუნა, დააჯერა და ქლერის მიერ რამოდენიმე წუთით მოპოვებული ვითომ "უპირატესობა" რომელიც გულისხმობდა "მე გეხმარები, ეხლა მე ვარ წამყვანი, მე ესეთი ვყოფილვარ, შენ მე არ მიცნობ" ჩაიფერფლა. სულ რაღაც ერთი თვალებში ჩახედვით. მათ შორის დისტანცია რამოდენიმე სანტიმეტრი იქნება, სულ რაღაც შვიდი-ათი, ჯონის ირგვლივ კი ენერგეტიკული ველი ძალიან მკაცრია და სწორედ ეს საუბრობს მისი სიჩუმის ნაცვლად. ეს მისი ნიჭია, მისი იარაღი, მისი ძალა გამოსჭვივის როცა იგი თვალებს ასხივებს. ქლერმა ერთადერთი რაც მოახერხა, უკან მჭიდროდ შეკრული თმა გადაისწორა და გასაღები დათმო.
- აი ჩაფხუტი.
- მადლობთ, მსუბუქად მიუგო მამაკაცმა
ჯონი დაჯდა საჭესთან და ისე მოიპყრო მოტოციკლი, თითქოს მეათასედ აკეთებდეს ამას. დაქოქა, მთლიანად ფარეხი ახმაურდა ამ მოტოციკლის გრანდიოზულ ხმაზე.  ქლერი უკნიდან მიუჯდა და ჯონმა დაძრა მოტოციკლი. კერძო ფარეხის კარმა ავტომატურად იწყო დაკეტვა.
ჯონმა ნელა გაატარა ფარეხის საერთულებზე მოტოცილკი, ცდილობდა არ ეხმაურა და თან თითქოს იხსენებდა მის მართვას. 
გარეთ დაბნელებულიყო და კომენდანტის საათიც ახლოვდებოდა.
-კარგად მომეჭიდე დოკ.
ქლერმა შეკრული მუშტი და გაშვერილი ცერა თითი აჩვენა ნიშნად, მზად ვარო და ორივე ხელი ისე შემოუჭირა მამაკაცს თითქოს მისი საკუთრება ყოილიყოს.
-რომელი გასასვლელით გავალთ ქალაქიდან?
-ცენტრალური ნაგავსაყრელისკენ წადი და იქედან არის გასაძრომი, თან პატრულირება იქ იშვიათად ხორციელდება.
ტრიუმფი მოწყდა ადგილიდან და გაფრინდა. ქალაქი ისე დატოვეს რო პატრულირება მართლაც არ ყოფილა იმ ტეიტორიებზე და ქალაქს როგორც კი გასცდნენ, ჯონი შეჩერდა.
-აქედან შენ მართე.
-სად ისწავლე ესე მოტოციკლის ტარება?
-არ ვიცი დოკ, მაგრამ როგორც კი დავინახე დარწმუნებული ვიყავი რო ვიცოდი.
გზა გააგრძელეს და შორიახლოს ერთ პატარა დასახლებაში შევიდნენ. მოტოციკლი გაჩერდა ძველ სახლთან.
-სად ვართ?
-აქ ვცხოვრობით როცა ბავშვი ვიყავი.
სახლი დიდი ხნის მიტოვებული იყო, ისევე, როგორც ყველა სახლი ამ დასახლებაში.
-აქ სიმშვიდეა, არც აქ ხდება პატრულირება, არც დრონები დაფრინავენ.
-ვატყობ ხშირად სტუმრობ ამ ადგილს.
-კარგი, მოვრჩეთ ჩემზე და ამ ადგილზე საუბარს, საქმეს შევუდგეთ. თქვა დოკმა და ის ლურჯი თხელი ქეისი ჩანთიდან ამოიღო.
-ეხლა მაინც მეტყვი ეს რა არის?
-ეს მოწყობილობაა რომილიც შეგიყვანს ჰიპნოზში და მთელი პროცესის მონიტორინგს განახორციელებს. შენს პულსს, წნევას და შეუძლია ჩაიწეროს შენი გონებით  დანახული.
-ჰმ! და შენ ამბობ რო ეს პროცედურა საშიშია?
-კი! ძალიან ბევრი უკან ვერ გამოვიდა, არ ვიცი მეთოდის ბრალია თუ მოწყობილობის, მაგამ ფაქტია, რომ აკრძალულია სათამაშოც და თამაშიც.
  კარგი მოდი ამ დივანზე მოთავსდი და დავიწყოთ. ოღონდ გაფრთხილებ, თუ ყველაფერი ცუდად დამთავრდა, შენ აქ რჩები, მე მივდივარ და არ ვბრუნდები.
-ჯონათან ხო არ გეშინია? ჰა ჰა ჰა ჰა ჰა
-კარგი დოკ მზად ვარ!
-დარწმუნებული ხარ?
ქლერის კითხვა უფო გამომშვიდობებას გავდა, რადგან მას ბოლომდე სჯეროდა რო პროცესი კრახით დამთავრდებოდა და სწორედ ამიტომ წამოიყვანა ჯონი ისეთ ადგილას სადაც ვერავინ მიაგნებდა და რომც მიეგნოთ ჩათვლიდნენ, რომ ეს ვინმე ბოროტმოქმედის ნახელავი იქნებოდა.
მაგრამ მიუხედავად ესეთი გულქვა გათვლისა ქლერის მოძრაობებში სინანულიც შესამჩნევი იყო.
-არაფერ არ მომივა! ვიცი
-კარგი ჯონ.
ქისიდან ამოღო რკალისებრი მოწყობილობა, გადაშალა და რკალმა ქუდისები ფომა მიიღო. წინა და უკანა ნაწილს მიკო სადენები აკავშირებდა. წინა მხრიდან სათვალისმაგრვარი ფიგურა ჩამოცურდა, რომელიც პოლიეთილენს გავდა მასით და ქუდის გვერდებიდან კი ყურსასმენები ჩამოიკეცა.
ქლერმა ეს მოწყობილობა ჯონს თავზე მოარგო და შეუდგა ყურსასმენების და სათვალურების ჯონის თვალებზე და ყუებზე მორგებას. რომ დაასრულა, ქეისიდან ინექცია ამოიღო და მზადება დაუწყო. შემდეგ რამოდენიმე პატარა გაუგებარი ფიგურები ამოალაგა და ჯონს შუბლზე და საფეთქლებზე მიაწება.
-ნამდვილი პოფესიონალი ხარ დოკ. ირონიით მიუგო მან.
ქლერმა ისევ ინექცია მოიმარჟვა ხელში.
-მზად ხარ ჯონ?
-ეს რა არის?
-სპეციალური სითხეა, რომელიც აპარატს ეხმარება.
-კარგი დოკ! დავიწყოთ!
-ჯონ დარწმუნებული ხარ?
-დავიწყოთ!

ქლემა ინექცია ჯონის ვენაში შეიყვანა და აპარატი ჩართო.
-ჯონ თავს როგორ გძნობ? ჰკითხა რამოდენიმე წამში.
-არ ვიცი დოკ, ჩვეულებრივად, მაგრამ ნელ ნელა ვთბები.
-ეცადე მოეშვა და კონფორტს აყვე.

რამოდენიმე წამში

-ჯონ აქ ხარ?
-სად აქ?
-ჩემთან ერთად, ძველ სახლში?
-არა. უპასუხა ხუთი, ექვსი წამის დაგვიანებით.
-შეგიძლია მითხრა ეხლა სად იმყოფები?
-ვერ გეტყვი. ვერ ვცნობ ამ ადგილს.
-შეგიძლია აღწერო ეს ადგილი?
კითხვას მომდევნო პაუზა მოყვა
-ჯონ
-ჯონ შეგიძლია მითხრა როგორია ეს ადგილი?
-კი. ხრიოკია, ველი.
-როგოირა ეს ველი? არ გეცნობა?
-ხრიოკი, ცარიელი, გაშეშებული კადრივით და თითქოს ქარს მოსვლას თხოვს, ელის როდის გაუვლის, გამოუვლის, როდის შეეხება მის გამომხმარ ზედაპირს, ისე ელის თითქოს მისი შეხება მალამოსავით მოეალერსება და მოალბობს მის ნაოჭიან საფარს. ელაპარაკება წვიმას, მოსწყურებია. შენატრის ბალახს ახალს, ნორჩს.  მას რო მოგონებები ქონდეს ალბათ გაიხსენებდა იმ დროებს.......
-ის საუბრობს ჯონ?
-არა! ენერგეტიკით, რაღაც ენერგიით ეკონტაქტება. აი რაღაც სილუეტი გამოჩნდა, მოძრავი, მომავალი, გამრამ გაურკვეველი. ნელ ნელა მოახლოვდა, დაღლილი, აბჯარ შემოფლეთილი, ისე მოაბიჯებს თითქოს მეასედ გაუვლია ეს მონაკვეთი, ან მეათასედ, შორი გზიდან მომავალს გავს, მოგზაურივით დაღლილია, მაგრამ ის არც წასულიყო არსად.
-ვინ არის ეს კაცი ჯონ?
-ვერ ვხედავ
-მიუახლოვდი
-არ მიშვებს
-ვინ არ გიშვებს?
-ველი. ხელში კეპტროლი უჭირავს და მოათრევს, ჟანგიანია კეპტროლის პირი და ძალიან დაღლილი.  საიდანღაც ჰალისტერი გამოხტა მარდად, ულამაზესი, შავი. უმალ მივარდა მასთან და მის ირგვლივ დარბის, ლოქვების ცემს და საზარლად ღრიალებს. ეს ყოველივე ამ მკვდარ გარემოსთან სიცოცხლედ მეჩვენება, ხოლო იმ კაცისთვის ამას ნაბიჯიც კი არ უცვლია, ისევ ისე სიკვდილივით მიიზლაზნება მკვდარსავე ველზე, ალბათ მრავალჯერ ჩამოვარდნილა მხედარი ამ უჩვეულოდ ლამაზი არსებიდან, თორე მის ურეაქციობას სხვას ვერ მივაწერ. 
-ჯონ ვინ არის ეს კაცი? არ მოგიახლოვდა? ვერ ცნობ?
-და აი ესე შეერწყნენ ორივე ველის ჰოიზონტს და ისევ სიჩუმეა.
-ჯონ
-მე ჯონი არ მქვია. ისევ ველი, ისევ მარტოხელა, ისევ ხრიოკი, ისევ მხედარი მოათრევს თავის ჟანგიან კეპტროლის, და აი ისევ ჰალისტერი მოსდევს დაუღალავად. 
-აი მეც მოვედი ჯონათან. ჰა ჰა ჰა ჰა. აბა როგორ მოგწონს ჭეშმარიტების სავანე?
-გამარჯობა გარეწარო.
-ჯონათან ვერ იცანი ის კაცი? ჰა ჰა ჰა ჰა ჰა. არადა რა ახლოს ხარ ჯონათან, რა ახლოს
-ახლოს ვარ? ვინ არის ?
-იცნობ ჯონათან!
-ვინ არის?
--ჯონ
--ჯოოოონ, დაბუნდი.
--ჯოოოოოონ, გაიღვიძე.
-ჯონათან დედოფალი გიხმობს. ჰა ჰა ჰა
--ჯონ გაღვიძების დროა. ჯოოოოოოონ. ქლერის ყვირილი შორიდან მოესმის ჯონს, მარგამ ის თითქოს ახლოსაა მისი კითხვების პასუხებთან. არ უნდა დაბრუნება. უნდა ყველაფერი გაიგოს. აქ კი გარკვევით ვერაფერს გაარკვევ თუ არ აირიეს.
--ჯოოოოონ გაიღვიძე!!!!  ჯანდაბა ჯონ გაიღვიძე
-ვინ არის ის კაცი მითხარი მახინჯო!
-ესე ადვილი არ არის ჯონათან. ჰა ჰა ჰა ჰა ჰა ჰა........

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები