ნაწარმოებები


26 ოქტომბერი არჩევნების დღეა. არჩევნებში მონაწილეობა ნიშნავს თქვენი მოსაწონი მთავრობის შანსს. არ გაუშვათ ეს შანსი, აუცილებლად მიდით 26 ოქტომბერს არჩევნებზე და გააფერადეთ სასურველი ნომერი     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარიამ ბეროძე
ჟანრი: პროზა
29 მაისი, 2017


სტატისტიკა

დედამ მითხრა, სათამაშო ჩოჩორი სახლში დატოვეო. ოდნავ მწყინს, მაგრამ არაუშავს - უკვე დიდი გოგო ვარ. მამა არაფერს მეუბნება, უბრალოდ, ძველებურად აღარ ყვირის, რამდენიმე დღეა არც კი დაურტყამს. ბებომ მითხრა, შენი სახელი წყნარს, მორჩილს ნიშნავს და თავი არ შეირცხვინოო. გუშინ მე და დედამ ტანსაცმელი ჩავალაგეთ. ბევრი არაფერი, სულ სამი კაბა მაქვს. ყველაზე მეტად მწვანე ქვედაბოლო მომწონს - ტერფებთან ბევრი ჭიამაია ახატია და ჩემამდე მხოლოდ მეზობლის გოგოს ეცვა.
სკოლაში კლასელმა გოგონებმა ჩუმად მითხრეს, პირველად მტკივნეული იქნება, მეორედ და მესამედ ვეღარაფერს გაიგებო. ცოტა მეშინია, მაგრამ დედამ მითხრა , სანერვიულო არაფერია, შენი საქმროს წყალობით ბევრად უკეთ ვიცხოვრებთ და ოქროსავითაც მოგიფრთხილდებაო. სახლი მომენატრება... ნეტა, ჩოჩორი აუცილებლად უნდა დავტოვო?!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები