ნაწარმოებები



ავტორი: ლიპო
ჟანრი: პოეზია
31 მაისი, 2017


ბეღურა (ლექსების გამოფენა 2017)



***

წვიმდა უაზროდ ,უთავბოლოდ,მთელი დღე წვიმდა,
იდგა აპრილი და შარშანდელ წვიმას გლოვობდა,
მიაბიჯებდნენ რუსთაველზე გულებით წმინდა
ჯერ პირტიტველა ბიჭები და მერე ტოვებდნენ

ქალაქს, რომელიც გადაურჩა ძმათა ომს,შიმშილს,
აღარაფერი შერჩენოდა თითქოს ქალაქის,
ქუჩის ბოლოდან მომზირალი თვალები გიშრის
ეძებდა იმედს და ცდილობდა ფიქრის ალაგმვას,

ფიქრის ,რომელიც გაქცევაში ხედავდა საშველს,
მას წასასვლელი არსად ჰქონდა,არსად ელოდნენ,
ყლაპავდა ცრემლებს მოზღვავებულს, ზღვასავით მლაშეს,
და მხოლოდ ერთის,საკუთარი თავის სჯეროდა.

ის არ წავიდა,ვერ წავიდა,ვერ მიატოვა,
სახლი რომელშიც ბავშვობა და წარსული დარჩა,
დღესაც აქ არის,რას დააკლებს მას სიმარტოვე?!
თან ჰორიზონტზე შავი ღრუბლის ნაგლეჯიც არ ჩანს,

ახლაც აპრილი ფიქრებს კორტნის უწინდებურად,
ვიღაც სიმღერას შემოსძახებს,ვიღაც ლექსს ყვირის,
გიშრის თვალებით უმზერს ქუჩას ძველი"ბეღურა"
და გათენებას ელოდება მორიგი დილის,
ის ბეღურაა,ამ ქალაქის მესაიდუმლე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები