ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჰ ა ნ ა
ჟანრი: პოეზია
10 ივნისი, 2017


ჩემოდანი

ბევრ ტკივილს,
ბედნიერებასაც,
წყენას? უჰ, ვინ მოთვლის
ან ცრემლებს...
სათუთად ვალაგებ,
ფანჯრიდან ვყრი ვერგამართლებულ იმედებს,
დავაცარიელე კარადა,
ვკეტავ ჩემოდანს და წასვლამდე,
მხოლოდ პატიებას გიტოვებ
საკიდზე,
ჟანგიან გასაღებს-
ზურგს უკან მოხურულ კარებში...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები