ხსნილია.12 ივლისი, პეტრე–პავლობის საკურთხი. 12 კაცი ,,ვილისში,, ...12 კმ გზა... ერთი აღმართის ავლა და: მთას მოდებული ბზა. სკოლის ეზოში ალვები, ტოტებნალეწი ბლები. ,,ბავშვებო,მოგესალმებით,,. ცნობისმოყვარე თვალები. ცნობისმოყვარე ქალები, ცნობისმოყვარე ქმრებით. მე მათთვის უცხო მგზავრი ვარ, მომცეს საერთო სალამი. ახალი ნაწვიმარია, ასი მეტრი მაქვს სავალი. ამ თავხოტორა ბავშვების დარად ძუსაზე კალმახს დავდევი ჩქიფით,დაშნებით, აქ დავეჩვიე არაყს! მეც მეცვა გამოხეული ქლორით ნახატი ჯინსები. ყვირილით გამირეკია ,,ზედვაკეს,, ლეგა ნისლები. მეც ვტანტალებდი ხრეშიან გზებზე შიშველი ფეხებით. აქ ძაღლი დამიგეშია, იქ – დამიბელავს ვერხვები. რამდენჯერ გამირეკია!!!– კედლეზე ვწერდი კირით: ,,მიყვარხარ,,... ,,ქვაბის ძირამდე,, ,,მიჭენებია,, ვირი. ეჰეი,რა დროს გასულა, მოვედი, ჩემო ბუხარო, მოვედი, ჩემო წარსულო, გთხოვ, დაღვრემილი ნუ ხარ! მოვედი ჩემო მარანო, მიწადწასულო ღვინო და უსიმინდო ბეღელო– დამთავრებულო კინო. მოვედი პეტრე–პავლობას, კედლიდან მიმზერ ბაბუა. ისეთი მკაცრი სახე გაქვს, რომ ზურგით შემომაბრუნა, აფსუს,დაზარდე შვილები, და გყავდა შთამომავლობა. აფსუს,მაგ შენი ჯაფა და ბებიაჩემის ქალობა! ტოტებნალეწი ბლები და სკოლის ეზოში ალვები. ბავშვებო,შემოგევლებით, ბავშვებო,მოგესალმებით!
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. რა საყვარელი და ლაღი ლექსია, გიოზედვაკელისებურად. :)
მე და შენმა ნათლიამ მოგიკითხეთ, იმ დღეს, ერთმანეთში.
რა საყვარელი და ლაღი ლექსია, გიოზედვაკელისებურად. :)
მე და შენმა ნათლიამ მოგიკითხეთ, იმ დღეს, ერთმანეთში.
1. ძალიან მომეწონა. ძალიან მომეწონა.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|