ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2017“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: თაზო ქიზიყელი
ჟანრი: საბავშვო
2 ივნისი, 2017


არდადეგები

მაშოს, ლუკას და თიკოს
აქვთ ზაფხულის გეგმები,
უნდათ, რომ მხიარული
ჰქონდეთ არდადეგები!

ივლისში ბებიასთან
სურთ წავიდნენ სოფელში
და ზღაპრულად გაერთონ
ოცნების სამყოფელში.

მაშოს ერთი სული აქვს,
როდის ნახავს წიწილებს
ამბობს, კრუხის ქოთქოთზე
სულაც აღარ იკივლებს...

ლუკა, ანკესს ამზადებს,
თევზაობის ჰობი აქვს
და ამაყობს ზურგჩანთით
ნემსკავები რომ მიაქვს.

თიკოს დიდი სურვილი
არის ჰერბარიუმი
და მინდვრის ყვავილების
ჯადოსნური დღიური!

უკვე დღეებს ითვლიან,
მალე მოვა ივლისი,
ცხელი არდადეგების
ხიბლითა და თილისმით!...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები