ნაწარმოებები


    * * *    

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
2 ივნისი, 2017


George Gordon Byron - On Being Asked What Was The 'Origin Of Love'

ჯორჯ გორდონ ბაირონი - შეკითხვისას, თუ სადაა სიყვარულის საწყისი

სად აქვს საწყისი სიყვარულს?  -  რისად
დამისვამ კითხვას უხერხულს, ცბიერს? 
დაებადება ეს გრძნობა მყისად
ვინც კი თვალს ჰკიდებს შენს მზერას ციერს.

გწადია მისი ბოლოს გაგებაც:
წინათვგრძნობ გულით, განვჭვრეტ შიშებით,
შეეყუჟება მდუმარ ვაებას,
იცოცხლებს - სანამ გარდავიცვლები.

2 ივნისი, 2017 წ.



George Gordon Byron - On Being Asked What Was The 'Origin Of Love'


The 'Origin of Love!'--Ah why
That cruel question ask of me,
When thou may'st read in many an eye
He starts to life on seeing thee?

And should'st thou seek his end to know:
My heart forebodes, my fears foresee
He'll linger long in silent woe;
But live--until I cease to be.

1812

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები