ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ადვოკატი კახაბერ როდინაძე
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
6 ივნისი, 2017


ოსმალეთ-საქართველოს 1918 წლის 4 ივნისის ბათუმის ხელშეკრულება, როგორც საქართველოს ეროვნული ღალატის აქტი

ოსმალეთ-საქართველოს 1918 წლის 4 ივნისის ბათუმის ხელშეკრულება, როგორც საქართველოს ეროვნული ღალატის აქტი


იცოდით თუ არა თქვენ, თუ რატომ იყო საქართველოს ყველა ხელისუფლების მიერ, დაწყებული 1990 წლიდან, თვალთმაქცურად მიჩქმალული ის ფაქტი, რომ 1918 წლის 4 ივნისს, ანუ 1918 წლის 26 მაისს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 10 დღის შემდეგ, დაიდო ბათუმის  ხელშეკრულება ოსმალეთსა და საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის, რომლის შესაბამისად, ხელშეკრულების პირობების განხილვის გარეშე, იმ პირობებში, როცა  1918 წლის 28 მაისის ფოთის ხელშეკრულებით ოსმალეთის მოკავშირე გერმანია უკვე იყო საქართველოს ე.წ. ”პროტექტორი” (დამცველი), საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ  თვითონ გადასცა ოსმალეთს ბათუმის და ყარსის ოლქები  1918 წლის 3 მარტის ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულებით დადგენილის ფარგლებში, აგრეთვე, 1918 წლის 3 მარტის ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულებით დადგენილის ზემოთ, ახალქალაქის და ახალციხის ოლქები?


საქართველოს ყველა ხელისუფლების მიერ, დაწყებული 1990 წლიდან, თვალთმაქცურად იყო მიჩქმალული ის ფაქტი, რომ 1918 წლის 4 ივნისს, ანუ 1918 წლის 26 მაისს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 10 დღის შემდეგ, დაიდო ბათუმის  ხელშეკრულება ოსმალეთსა და საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის, რომლის შესაბამისად, ხელშეკრულების პირობების განხილვის გარეშე, იმ პირობებში, როცა  1918 წლის 28 მაისის ფოთის ხელშეკრულებით ოსმალეთის მოკავშირე გერმანია უკვე იყო საქართველოს ე.წ. ”პროტექტორი” (დამცველი), საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ  თვითონ გადასცა ოსმალეთს ბათუმის და ყარსის ოლქები  1918 წლის 3 მარტის ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულებით დადგენილის ფარგლებში, აგრეთვე, 1918 წლის 3 მარტის ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულებით დადგენილის ზემოთ, ახალქალაქის და ახალციხის ოლქები.

1918 წლის 4 ივნისის ბათუმის ხელშეკრულებით საქართველოს ჩამოსცილდა 11.381 კმ2 ტერიტორია 250 ათასი მცხოვრებით, აგრეთვე,  საქართველო ვალდებული იყო დაუყოვნებლივ მოეხდინა ჯარების დემობილიზაცია, განედევნა თავისი ტერიტორიიდან ყველა სამხედრო და სამოქალაქო პირი იმ ქვეყნებისა, რომლებიც ოსმალეთს და მის მოკავშირეებს ეომებოდნენ. გარდა ამისა, ოსმალეთმა მიიღო უფლება კონტროლი დაეწესებინა საქართველოს მთავარ სტრატეგიულ რკინიგზებზე, გამოეყენებინა ისინი თავისი და მოკავშირეების სამხედრო ინტერესებისათვის.

სპეციალური აღნიშვნის ღირსია, რომ I მსოფლიო ომში ოსმალეთის იმპერიის მოკავშირე იყო გერმანიის იმპერია.

სპეციალური აღნიშვნის ღირსია, რომ 1918 წლის 3 მარტს, 1918 წლის 26 მაისს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე  თითქმის 3 თვით  ადრე, ბრესტ-ლიტოვსკის  ზავით, რომელიც დადებული იყო, ერთი მხრით, გერმანიას და მის მოკავშირეებს, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს, და მეორე მხრივ, საბჭოთა რუსეთს შორის, გერმანიამ მოკავშირეებთან ერთად საბჭოთა რუსეთს წაართვა ბათუმის, ყარსისა და არდაგანის ოლქები, რომლებიც გადაეცა ოსმალეთს, ანუ ისტორიული საქართველოს, ბათუმისა და  ყარსის ოლქები, გერმანიამ, მოკავშირეებთან ერთად, წაართვა რუსეთის სახელმწიფოს და შესაბამისად, იმ მომენტში რუსეთის სახელმწიფოს ქვეშევრდომ ქართველ ხალხს.

ასევე, სპეციალური აღნიშვნის ღირსია, რომ 1918 წლის 28 მაისს, ანუ 1918 წლის 26 მაისს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 2 დღის შემდეგ, დაიდო ფოთის ხელშეკრულება გერმანიის იმპერიასა და საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის, რომლის შესაბამისად საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ აღიარა გერმანიის პროტექტორატი (მფარველობა), რომლის პირველი მუხლის თანახმად:

”საქართველო ცნობს ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულებას, როგორც გერმანიის იმპერიასთან ურთიერთგანწყობილების საფუძველს”.

აგრეთვე, სხვა პირობებთან ერთად, გერმანიას ჰქონდა გერმანული საექსპედიციო ძალებით საქართველოს სტრატეგიული წერტილების ოკუპაციის უფლება.

ანუ, როგორც ვხედავთ, ერთმანეთის მოკავშირე ოსმალეთის და გერმანიის იმპერიებმა, ერთმა, ოსმალეთმა, მოახდინა ისტორიული საქართველოს ყარსის და ბათუმის ოლქების ანექსია, რაც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლების მიერ სამართლებრივად იქნა აღიარებული 1918 წლის 4 ივნისის  ბათუმის  ხელშეკრულებით, ხოლო მეორემ, გერმანიის იმპერიამ, 1918 წლის 28 მაისს  საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან დადო  ე.წ. ”პროტექტორატის” (მფარველობის) ხელშეკრულება, რითაც საქართველომ სცნო 1918 წლის 3 მარტის  ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულება, აგრეთვე, სხვა პირობებთან ერთად, გერმანიას ჰქონდა გერმანული საექსპედიციო ძალებით საქართველოს სტრატეგიული წერტილების ოკუპაციის უფლება.

სპეციალური აღნიშვნის ღირსია, რომ გერმანიის იმპერიის მიერ ”პროტექტორატის” (მფარველობის) ხელშეკრულების ”სპეციფიკური” შესრულების შედეგად ყარსის და ბათუმის ოლქები ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში აღმოჩნდნენ, რაც განმტკიცებული იქნა 1918 წლის 4 ივნისის  ბათუმის  ხელშეკრულებით ოსმალეთსა და საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის, ვინაიდან ამ მომენტისთვის ოსმალეთის იმპერიას საქართველოს ტერიტორიის უზარმაზარი ნაწილი ჰქონდა ოკუპირებული, ხოლო საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობა იმდენად ”შორსმჭვრეტელი” იყო, რომ ”პროტექტორად” (დამცველად) ოსმალეთის იმპერიის მოკავშირე გერმანიის იმპერია ჰყავდა არჩეული.

სპეციალური აღნიშვნის ღირსია, რომ I მსოფლიო ომში გერმანიის დამარცხების შემდეგ გამარჯვებულები, მათ შორის დიდი ბრიტანეთი, საქართველოს განიხილავდნენ  როგორც დამარცხებული გერმანიის მოკავშირეს, ანუ როგორც მტერს, აქედან გამომდინარე ყველა შედეგით.

ოსმალეთი I მსოფლიო ომში რომ არ დამარცხებულიყო, მაშინ დღეს რა იქნებოდა? ბათუმის ოლქი, ახალქალაქის და ახალციხის ოლქები,  ოსმალეთის (თურქეთის) შემადგენლობაში იქნებოდა?

საქართველოს დამოუკიდებლობის მტრების აზრით რას ნიშნავს სიტყვა დ-ა-მ-ო-უ-კ-ი-დ-ე-ბ-ლ-ო-ბ-ა? ბათუმისა და ყარსის ოლქების,  ახალქალაქის და ახალციხის ოლქების, თურქეთისთვის გადაცემას?




დაწვრილებით იხილეთ ვებ-გვერდზე:


https://ka.wikipedia.org/wiki/ბათუმის_ხელშეკრულება_(1918)


კახაბერ როდინაძე
ადვოკატი
ბათუმი, აჭარა
6.06.2017

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები