და როგორ გაგრძელდა ჩვენი სიყვარული, და როგორ გავუდექით გზას? ,,ქენონის,, ფოტო აპარატით, დახეული ჯინსებით და თხელი ,,პანამა,,ქუდებით? არა! ასე გვინდოდა, ასე ვსახავდით,უბრალოდ, მომავალს: ,,ქემელის,, კოლოფები. ეგვიპტე. ხმელთაშუა ზღვა. ქემერი. ალანია. დუბლინი. მონაკო. მადონა. სტინგი. ,,ოცნებების თეატრი,, მანჩესტერში და ,,სან-სირო,,– მილანში, ,,მარტის მამალი,, და ,,იგი,, ზუგჩანთაში და ორიოდე ქართველი პოეტის სიფრიფანა ლექსების კრებული. და როგორ გაგრძელდა ჩვენი სიყვარული? საით გაუხვია? გახუნებული სიყვარული გამეგო აქამდე, ,,გახვეული,, სიყვარულისა არაფერი ვიცოდი... მე დილით მივდიოდი საშოვარზე, სხვები რომ სამსახურს ეძახიან. მე გვიან ვბრუნდებოდი სახლში და შენ იდექი ფანჯარასთან. მე ვიძინებდი ადრე და შენ იძინებდი გვიან. მე მივდიოდი ადრე და შენ მიდიოდი არსად. შენ მახვედრებდი ,,თელასის,, და ბუნებრივი აირის გადაუხდელ ქვითრებს. მე ამდიოდა თვალები შუბლზე და ველოდებოდი ,როდის გაივლიდა ღამე, რომ ისევ თავიდან დაწყებულიყო რუტინა. მე მივდიოდი ადრე, შენ მიდიოდი არსად. და როგორ გაგრძელდა ჩვენი სიყვარული ? საით გაუხვია? ........ ჩვენი ეზო ახლა მწვანეა და ხასხასა. ეზოს გარეთ ველური ყაყაჩო ყვავის. ეზოს შიგნით ყაყაჩოები დანაშაულია, ამიტომაც იასამნები დავრგეთ და გაიხარეს. წყაროსთან ვარდისფერი ველოსიპედი დგას და ჭიშკართან ქარი კოპლებიან ბურთებს აგორებს. ,,შენმა,,გოგომ ენა წაიტლიკა და ჭკუას მარიგებს, ,,შენი,, ბიჭი კი დათვის ბელივით დამძიმდა ხელში.
ახლა კი ნამდვილად გვჭირდება ,,ქენონის,,აპარატი, ფირზე რომ ჩვენი ბედნიერება აღვბეჭდო და ისიც, რა გზით გაგრძელდა გრძნობა– სახელად სიყვარული!
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. jonatan livingstoni. 2017-06-09
:) გამოვიდა რამე?
jonatan livingstoni. 2017-06-09
:) გამოვიდა რამე?
3. საგანგებოდ შემოვინახე ბოლოსთვის ეს ლექსი დღეს, ის ემოცია მინდა გავიყოლო თან, ამ ავტორის პოეზიას რომ აქვს ხოლმე.
საგანგებოდ შემოვინახე ბოლოსთვის ეს ლექსი დღეს, ის ემოცია მინდა გავიყოლო თან, ამ ავტორის პოეზიას რომ აქვს ხოლმე.
2. გაიხარე,არმენ.მადლობა ყურადღებისთვის. გაიხარე,არმენ.მადლობა ყურადღებისთვის.
1. უჩემოდაც იცი შენ ეს, მაგრამ მაინც ვიტყვი: ყველა მოგზაურობაზე, ყველა თავგადასავალზე ფასეულია ის, როგორც გაგრძელდა თქვენი სიყვარული. ღმერთმა არ მოგიშალოთ ჰარმონიული ოჯახი! ლექსი ლექსად კი ძალიან კარგია! უჩემოდაც იცი შენ ეს, მაგრამ მაინც ვიტყვი: ყველა მოგზაურობაზე, ყველა თავგადასავალზე ფასეულია ის, როგორც გაგრძელდა თქვენი სიყვარული. ღმერთმა არ მოგიშალოთ ჰარმონიული ოჯახი! ლექსი ლექსად კი ძალიან კარგია!
|
|
მონაცემები არ არის |
|
|