ნაწარმოებები


ლ ი ლ ე - 2018     * * *     მალე

ავტორი: ფრიდონი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
7 ივნისი, 2017


დიდება შენდა რომელმან მოჰფინე ნათელი...

ხელიდა წასვლა მსურდა
შენ არ გამიშვი ღმერთო,
თავიდან გამებრაზე,
გთხოვდი, ნუ დამიჭერ-თქო...
მინდოდა ცოდვია მორევს,
რომ ჩავყოლოდი ძირში,
ვხვდები წხლაც ვერ ჰპოვებ
კეთილს შენს გამოხსნილში...
თუმცა შენს მოწყალებას,
ვიცი არა აქვს ბოლო
შენ სასოებას,ნდობას
სიყვარულს ითხოვ მხოლოდ..
შენ ყველაფერი ძალგიცს:
შენ არ შეჰქმენი მიწა?!
შემდეგ შთაბერე სული
ის კი ადამად იქცა..
დუმილში შეჰქმენ ცანი
სპეტაკი ანგელოსნი
შენ არ აღგვითქვი დახსნა
ქალის თესლიდან მოსვლით?!
შენ არ დათრგუნე კვდომა
თვითონ სიკვდილით შენით..
ჩვენი ცოდვისთვის ევნე
და გვიხსენ კაცთა ძენი...
შენ არ ამაღლდი ზეცად?!
აღსგექ მესამე დღესო!
შენ არ მიუჯექ მარჯვნივ
თანასწორ მამა ღმეთსო?!
შენ არ განგვწმინდე კაცნი
ნათლობით სულით შენით
ჩვენ კი კვლავ ვუმადურობთ
არ გვსურს მოგართვათ ძღვენი...
შენი ძღვენი კი არის
ლოცვა,სიმდაბლე,სითბო
მოთმინება და რწმენა
ღმერთო მეტს არას ითხოვ!
თუმცა ეს ყველაფერი
ისევ ჩვენ მოგვგვრის შვებას
ჩამოგვხსნის გულზე ლოდებს
წალეკავს ყველა ვნებას...
მიმძიმს და ვშიშობ ისევ,
რადგან არ ვნანობ გულით
მაშორე მლიქვნელობა
მომმაფლე სინანული..
ისევე შენი მადლით
ერთხელ გულითაც შეგთხოვ
მადლობას გეტყვი რწფელად
გადიდებ ერთადერთო..

დიდება შენდა ღმერთო!
არ მიმატოვო ღმერთო
იყოს ნებაი შენი
მუდამ შენთან მსურს ღმერთო!

რადგან მივხვდი,რომ თუნდაც
ცრემლი მდიოდეს ღვარად
ვიარო სამათხოვროთ
ყოველდღე კარ და კარად,
ხვალინდელი დღის მოსვლა
რჩებოდეს გამოცანად
ოღონდ კი შენთან ვიყო
შენ გადიდებდეთ მარად..
ეს არის ჩემთვის შვება
ამას რამე სჯობს განა?!
გემუდარები ღმერთო
მომეცი ამის ძალა...

30.10.2016

პ.ს. ვაი რა დავკარგე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ბარბი ვულოცავთ დაბადების დღეს