ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიო ზედვაკელი
ჟანრი: პოეზია
10 ივნისი, 2017


ალუბლები

ეზოდან ისმის ჩიტის გალობა,
ჩიტის გალობით ტკბება ეზო და
მზე წამოაჯდა წვერზე ალუბალს,
ვიღაცა შოპენს უკრავს მეზობლად.
ზაფხულის დილას რამ შემაცია?
ისევ რამდენი დავლიე წუხელ!
ვწევარ და ვუცქერ ახლა მაცივარს
თითქოს და მჯერა, შეიბამს მუხლებს
და მოვა ჩემთან, გულსაც გამიღებს
გულს გამიღებს და მომაწვდის არაყს
და ბუღს ავიდენ ტანზე მანამდე ,
სანამდე ბუღი აუვა ქალაქს.
ვფანტავ დივანზე ნაწერ ქაღალდებს,
მინდა,
დაგიცხო ლექსი-ნამცხვარი,
მაგრამ რაც უნდა ღმერთს შევღაღადო,
ლექსს როდის წერდა კაცი მაძღარი?
ეზოდან ისმის ჩიტის გალობა,
ჩიტის გალობით ტკბება ეზო და
მზე წამოაჯდა წვერზე ალუბალს,
ვიღაცა შოპენენს უკრავს მეზობლად.






კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები