ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ამატერასუ
ჟანრი: პოეზია
8 ივნისი, 2017


X x X [ღიადალუქული] Déjà vu



ჩემთან სიცივეა, მეგობარო.
ქარი და წვიმები-
აპრილებს შემორჩა ნისლი და თოვლი,
მეც იქამდე მივედი_
არასდროს მძინავს და გულსაც მოხვევია დარდი მახრჩობელა.
მძიმეა ფიქრები,
ვრწმუნდები, შიში არ მორჩება.
შიში სიცოცხლის, თუ შიში მოკვდავობის,
უკვე აღარ ვიცი.
მე რომ წავედი და კარი გავიხურე,
კი არ დამავიწყდი.
|მსურდა რომ ეთოვა. მსურდა, რომ ეთოვა, მაგრამ წვიმაც მიყვარს|.
ჩემთან თბილ ბარათებს გემებს რომ ატანდი არც ის დამავიწყდა.
აფრებით მოჰქონდათ ათასი მოკითხვა, სითბო და ვაი რომ
ერთ დღესაც, უეცრად, შენი წერილები ტალღებმა წაიღო.
მას შემდეგ ასეა-აღარც მზე არის და აღარც აისები.
მას შემდეგ სავსეა ღამე ფიქრებთ და ვერას დაგპირდები.
ასე იშვიათად.
ასე სხვათაშორის მოგწერ ღია ბარათს.
მოგწერ როგორ ვარ და ფიქრში გზა არეულს როგორ დამიღამდა.
მოგწერ, სუსხია და ჩემი ღამეები თითქმის წითელია.
მომწონს სიშორე და ფერად ოცნებებში ბევრჯერ მითევია.
აქ კვლავ წვიმაა და ფეხით მივუყვები შავ-თეთრ სანაპიროს.
ვნატრობ არ შეწყდეს და ვნატრობ გადაღება აღარ დააპიროს.
ცივი სიმშვიდეა ქარი აქანავებს ნაზად მთვლემარ ნავებს.
ისე მოვიხდინე სველი ჰორიზონტი, |ნეტავ დაგენახე|.
ტალღებს ეკვრიან და ისევ ცას სწვდებიან თეთრი თოლიები.
სადღაც სირინოზებს წვიმა დაუკოცნის ღაწვებს მორიდებით.
ზღვის და წვიმის ექო აკორდს გააჟღერებს სველი ნიჟარიდან.
ვგრძნობდი ფიქრთა მირაჟს ისევ ხომალდებით სადღაც მივყავდი და
თვალებს გადაეკრა მშვიდი ნისლიანი, ღია ვერცხლისფერი.
|ჩემი სიმსუბუქე ნიავს შეშურდება ,დედას გეფიცები|.
უკვე მგონია რომ ტალღას ავყვები და სიოს შევერევი.
ნეტავ დაგანახა ნაზი მირაჟები, კადრის შენელებით.
ზღვას და ტალღებს ჰქონდათ ფერი მონატრების,
ოდნავ ფერფლისფერი.
და მე ნიჟარიდან წვიმის მელოდიას მარტო ვერ ვისმენდი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები