ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიო ზედვაკელი
ჟანრი: პოეზია
21 იანვარი, 2009


სიგარეტს და უშენობას ვწევ

ქარი-ქორი
მიწრიალებს სულს,
გულს კრიახი ეწყება.
ჰე,გაფრინდი თუ გაფრენა გსურს.
და ფიქრებიც მოწყდებიან მეწყრებად.
ქურდმა თებერვალმა მოიპარა დღე.
რა ვიცოდი?-ნაკიანი ყოფილა.
ვიმარტოვებ მარტში.
დაგემშვიდობე.
ხელზე ნიკაპდაყრდნობილი პროფილით
მე დაგიცდი.
ასეთი ვარ სულ.
მთვარე-ზეცის ფართო ხალი
                                    ივსება.
აივანზე ფორთოხალი გავწურე,
ვწრუპავ ასე...
მუზის გამოისობით:
გამალებით ვიკვნეტ თითებს,ვწერ.
სიგარეტს და უშენობას ვწევ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები