ნაწარმოებები


ლ ი ლ ე - 2018     * * *     მალე

ავტორი: თორნიკე ხურციძე
ჟანრი: თარგმანი
19 ივლისი, 2017


  ჩამოტვირთვა

ვწუხვარ - სამიჰ კასიმი

ღმერთისკენ მივმართავ თვალებს,
აღვმართავ ჩემს გულს და ხელებს,
უფალო,
სევდით ვსევდიანობ,
სავსე ვარ ტვირთით,
გადაწვა ცეცხლმა ჩემი ნათესი
და ჩემი ხვეწნა-მუდარა...

ცრემლებით ვტირი,
მოვაბრუნე ჩემი სახე
შენს ნათელ ტახტისკენ,
უფალო... ხალხი განმიდგა
და ჩემს წინ გზები ჩაიკეტა,
ვითხოვე.
ვილოცე,
ჩემი ლოცვები ჩაიხრიწა,
გადახმა ჩემი წლის წყაროები,
გაგრძელდა ჩემი ჩივილი,
სანთელი ავანთე,
პატიების ცრემლებით,
იჭერდა
ჩემს ცრემლებს
ძლიერი სიბნელე
და გრძელი, მძიმე ღამე,
დავჯილდოვდი ციური ნათელით,
განახლდა ჩემი შეცდომები,
და მაპატიე,
მაპატიე შეცოდებანი,
არ გავცდენილვარ ჩემს სამყოფელს,
უფალო მაპატიე,
მომიტევე ჩემი ცოდვები,
შეისმინე ჩემი სათხოვარი...

ტანჯვით ვიტანჯე,
დაიგლიჯა ჩემი სამოსი,
სევდის სიცივე სასტიკია,
თავისუფლებამ მტკიცედ უარმყო...

ძმა გამოვკვებე, უბედური,
ჩემს სახლის კართან დამაგდეს ჯარისკაცებმა,
ჩემს ყოფას სიკვდილს შევთხოვ,
ზეთით ღვივდება ჩემი ცეცხლი,
ჩემი დუმილი, ჩემს სიჩუმეს არყევს,
და ანგრევს ჩემს მიზნებს,
არც დუმილია შენ ერთის გარდა,
არ ხმაურია გარდა შენ ერთის,
უფალო, დალოცე ჩემი სული ვულკანებით,
მომიშუშე იარები,
განადიდე შენი დროით,
ჩემი ჩავლილი დროება,
უფალო, არავინ არის თვინიერ შენდა,
ჩემი საძოვრები შევიწროვდა,
უსინდისოდ მოწამლული მცენარეებით,
ცრურწმენა ხელებში ჩამაკვდა,
ჩემს ჭაზე ქვები მიმოიფანტა,
ლეღვი გამიშრალი,
ზეთის ხილი მოსაჭრელია,
პალმაა მოსავლელი,
პიტნა გადახმა, როგორც სასჯელი,
როგორ განვაგრძნო ჩემი სევდით
ჩემი სისუსტით,
როგორ ვიპოვო მასზე შიშით
ჩემი შიშები...

უფალო, არავინ არის თვინიერ შენდა,
გხედავ ჩემს გულში და სულშიც გხედავ,
და შენც მიყურებ დატყვევებულს,
შეკრულს ზონარით...

მამაჩემის ქვეყნები სასაფლაოდ იქცა,
უსაფრთხო სახლები დაცარიელდა,
დაცული ბაღები აკივლდნენ,
მათი სკოლები გასაზიზღრდა,
მათი სევდა კი წვიმიანი წყვდიადია...

უფალო,
უფალო, არავინ არის თვინიერ შენდა,
გკითხე შენს კმაყოფილებაზე,
მოგთხოვე შენი კმაყოფილება,
შეგთხოვე, ვილოცე
მოიღე ჩემზე შენი წყალობა,
ბრძანებლობ თავდამსხმელებზე,
ბრძანებლობ ქვებით ჩამქოლავებზე,
მომაკვდინებელ ფრთებით,
ჩვენ გვებოძა ანგელოზთა ფრთები,
უფალო, უფალო უსაფრთხოება მიტევებაა,
და არა პატიება,
და არც შემწყნარებლობა...

უფალო, დიდია ჩემი ტანჯვა,
სასტიკი და სამარცხვინო,
შენ მოწყალე მიმტევებელო,
სამართლიანი ხარ,
უფალო, ვწუხვარ,
ვწუხვარ,
უფალო, უფალო,
ვწუხვარ,
ვწუხვარ,
ვწუხვარ...


انا متاسف

الى الله ارفع عيني
ارفع قلبي وكفي
يا رب حزنا حزنتُ
وارهقني اليتم واهلكت النار زرعي
...وضرعي

بكاءً بكيتُ
ويممت وجهي الى نور عرشك
يا رب ... جارت علي الشعوب
وسدت امامي الدروب
تضرعت , صليت
بُح دعائي وشَحت ينابيع مائي
تمادى ندائي
اضاءت شموعي
فسامح بكائي
وكفكف
دموعي
ظلامي شديد
وليلي ثقيل طويل
فانعم علي بنور السماء
وجدد ضيائي وسدد خطاي
سدد خطاي لاعبر منفاي
يا رب واغفر
إغفر خطاياي
واقبل رجائي

شقاء شقيتُ
وثوبي تهرى
برد الكابة قاسٍ
وحر التخلي شديد

مقيت شقاءً شقيق
ويطردني الجند عن باب بيتي
وارجو حياتي بموتي
وناري تشب بزيتيوصمتي يزلزل صمتي
ويهدم سَّمْتي
ولم يبقى صمْتٌ سواك
ولم يبقى صوت سواك
فيا رب بارك براكين روحي
واسعف جروحي
ومجد بوقتك ما ظل من بعض وقتي
إلهي وما من اله سواك
مراعي ضاقت بعشب السموم اللئيمة
ماتت خرافي على ساعدي
وبئري اهالوا عليها الصخور
ولي تينةٌ اتلفوها
وزيتونة جرفوها
ولي نخلة وبخوها
ودالية عنفوها
وليمونة قصفوها
ونعناعة جففوها عقابا
فكيف تفوح بحزني وضعفي
وكيف تبوح بخوفي عليها وخوفي
الهي وما من اله سواك
اراك بقلبي وروحي اراك
وانت تراني اسيرا
حبيس الشراك
بلاد ابي اصبحت مقبرة
منازل من امنوا مقفرة
بساتين من امنوا مسحره
مدارسهم منكرة
واحزانهم عتمة ممطرة

الهي
إلهي وما من اله سواك
سألت رضاك
طلبت رضاك
تضرعت صليت
هبني رضاك
وسلط على القاذفات
وسلط على الراجمات
جناح الهلاك
ونزل علينا جناح الملاك
إلهي, إلهي أمِن مغفرة
ألا مغفرة
...ولا مغفرة

إلهي
عذابي طويل وقاس ومؤسف
وانت غفور رحيم ومنصف
إلهي انا متأسف
انا متأسف
إلهي , إلهي
أنا متأسف
أنا متأسف
...أنا متأسف

سميح القاسم

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ბარბი ვულოცავთ დაბადების დღეს