ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2017“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: ტომი1981
ჟანრი: პოეზია
11 ივნისი, 2017


ნაცნობი ფოტო

ფიქრები მაწვიმს !
ფიქრები, რომლებიც ჩადის გახეულ სხვენში.
წელს ზამთარია!
დილით, როდესაც გამოიდარებს,
ჩემს თხელ ფარდებში შემოანათებს ყვითელი დილა.
ფანჯრის სხივებში გაწკრიალდება ოთახის მტვერი.
სუნიც იქნება, ძველი კარადის. და წყლით სავსე ქილა...
ეს ის წამია სანამ ქილაში ყვავილებს ჩავდებ.
ხო გამახსენდა! სწორედ ის დროა შეჩერებული!
ფიქრები მაწვიმს !
ფიქრები, რომლებიც ჩადის გახეულ სხვენში.
წელს ზაფხულია!
თუმცა ცივი და უფრო უშუქო,ვიდრე აი მაშინ,
იმ წელს, როდესაც ზამთარი იყო!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები