ნაწარმოებები


რიგით მეოთხე სასკოლო ოლიმპიადა მხატვრულ წერაში. ნებისმიერი საფეხურის მოსწავლეთათვის     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: გნეუს
ჟანრი: პროზა
10 ივნისი, 2017


გერგეთისკენ მიმავალნი (დასაწყისი)

***     
ახალი ჩაძინებული იყო მისაღები ოთახიდან ტელეფონის გაბმულმა ზარმა, რომ გააღვიძა.
- ლილი უპასუხე რა გასკდა ტელეფონი. - ლილიიი!  დედააა!
  გაახსენდა, სანამ წამოწვებოდა ლილი სუპერმარკეტში აპირებდა გასვლას, ზლაზვნით წამოდგა და ბურტუნით მიუახლოვდა კედელზემიმაგრებულ  ტელეფონს. - კიდევ რეკავენ ამ ტელეფონებზე?!
- გისმენთ!
- ეხლა ადგები და ეგრევე ჩემთან გამოხვალ!
- ძნელოო. - მოლბა ლაშა, ბავშვობის მეგობრის, თაკო ნიშნიანიძის ხმის გაგონებაზე.
- ბოდიში მოიხადე რა. აღარ ვარ ძნელი. დავბრძენდი, დავსერიოზულდი, ერთი წელიც და მაგისტრის ხარისხს მივიღებ. ნუ თქვენსავით ევროპული განათლებით ვერ დავიტრაბახებ ბატონო ლაშა, მაგრამ... ჰო, დილას მამაშენი შემხვდა, სამსახურამდე მიმიყვანა და მითხრა რომ ჩამოხვედი, და შენ დეგენერატი ხარ რომ იცოდე რა, არ უნდა გეთქვა? ყველაფერს წინასწარ დავგეგმავდი. რა აღარ მოვატყუე დეიდაჩემს რომ გამოვეშვი, მანჩოს ხომ იცნობ შენ? ჩემი უფროსია აზრზე ხარ? მეგონა იქით კვირაში მოფრინავდი და...
- კარგი, კარგი, ამოისუნთქე, რომ ჰკითხო ძნელი აღარ ვარო. - ღიმილიანი უსმენდა ლაშა.
- აუ  გამოდი რა,  თორე მე ამოვალ.  ლილიკო სახლშია?
- არა, მგონი სუპერმარკეტში უნდა გასულიყო, ააფეთქე ტელეფონი, ავდექი და არ იყო სახლში.
- უი, გეძინა?  - მოისაწყლა თავი თაკომ.
-  ვერ მიხვდა ქალბატონი!
- უჰ,უჰ  წარმომიდგენია რა ფორმაში ხარ ეხლა. ყოფილი კალათბურთელის მაღალი დაკუნთული სხეული მოაბიჯებს “იამამაის” ტრუსით, კვეთს საძინებელს, შედის მისაღებში...
- ჯერ არ მინახიხარ და უკვე ნერვებს მიშლი. შენ გირჩევნია ლილის დაურეკო, გეცოდინება ნომერი, „დაქალოჩკები“ ხართ, უთხარი რაიმე ნომერი მიყიდოს.
- კაი დავურეკავ. ოღონთ აღარ დაიძინო და მალე გამოდი, ჩვენს ბიჭებს გავაგებინე უკვე და დღეს საღამოს შენს დაბრუნებას ავღნიშნავთ.
- კარგი დროებით.
    თაკოსთან საუბარი ყოველთვის კარგ ხასიათზე აყენებდა. ალბათ უამრავია პოზიტიური ენერგეტიკის, უდარდელი და ლაღი ადამიანია მსოფლიოში, თუმცა მას ჰქონდა რაღაც ამოუცნობი რაც მასთან ურთიერთობაში მყოფ ადამიანებს დადებითი ენერგიით მუხტავდა. ერთი შეხედვით  გატუტუცებული გოგონას შთაბეჭდილებას ტოვებდა. მართალია მისი მშობლები ( ალბათ როგორც ყველა დედისერთა ბავშვის) გადაჭარბებულ ყურადღებას იჩენდნენ მის მიმართ, რაც მისი ყველა ბავშვური კაპრიზის შესრულებაში გამოიხატებოდა, თუმცა თაკო არ შედგა მშობლებზე მიჯაჭვულ ადამიანად, რომელთაც დამოუკიდებელად ცხოვრების აწყობა უჭირთ. არ შედგა ადამიანად, რომელსაც საკუთარი თავის მიმართ ნაკლები მოთხოვნები და მაღალი თვითშეფასება აქვს. ლაშას სკოლის, თუ სტუდენტობის დროინდელი თითქმის ყველა სახალისო ისტორია თაკოსთან იყო დაკავშირებული. კლასელებმა სკოლის დამთვარებისთანავე ჩააბარეს უნივერსიტეტში. თაკოს ყოველთვის ჯურნალისტობა იზიდავდა და აკი დაიწყო კიდეც თავისი პროფესიით მუშაობა. ყვითელ პრესაზე მუშაობს, რაც მისი მეგობრების აზრით მასზე ზედგამოჭრილია.
  - თაკომ გაგაღვიძა ხომ? - შემოსვლითანავე ჰკითხა ლილიმ.
- ადგომას ვაპირებდი მაინც. - მიყიდე ნომერი?
- ანტიკვარი გყავთ ეგ გოგო რა, აი გამომართვი.
- ლილი, ომარას ისევ ის ნომერი აქვს?
- რომელი თაყვანისმცემლებით შეწუხებული თინეიჯერი ბაბუაშენი ნახე ნომრებს იცვლიდეს? - გულიანად გაიცინა ლილიმ.-  არ მითხრა ეხლა კახეთში მივდივარო! დღეს ჩამოხვედი ლაშა დაგვენახე ცოტა ხანს!
- შეურიგდი? გავიგე დაბადების დღეზე ჩასულები იყავით შენ და მამა. - უემოციოდ იკითხა ლაშამ.
- ჰო, შევრიგდით.  - მამაა მაინც რა ვქნა, მიუხედავად იმისა რომ პრაქტიკულად არ ვიცი მამობრივი სიყვარული რა არის... ისე კარგი დრო ვატარეთ. მხოლოდ ნათესავები იყვნენ. ბოლოს კი ტოიოტას ცენტრიდან მოდის შავი პიკაპი, მძღოლი ტოვებს მანქანს და ბაბუაშენს აწვდის მისალოც ბარათს , წარწერით:  „всегда твой брат -  валера гатчинский“.  - იცი როგორი შეცვლილია? თუმცა შენ რას გასწავლი, მამაჩემს ჩემზე უკეთ  იცნობ.
- ვისგან არისო რა თქვა?
- რავიცი მე, ვინმე ციხის ძმაკაცი იქნებოდა ალბათ. ან, ეს გატჩინსკი რაღა უბედურებაა?
- პატარა ქალაქია რუსეთში, ლენინგრადის ოლქში...
  საძინებლისკენ მიმავალი ნომრის აკრეფას შეუდგა.
- როგორ ხარ?
- ჩამოხვედი ჩემო ბიჭო. - მოხუცის რამდენიმე სიტყვაში ისეთი სიყვარული იგრძნობოდა ბიჭს გული შეეკუმშა. – კარგადა ვართ, კარგად, რა გვიჭირს. აი ცოტა ბებიაშენი მიტრაკებს. - მოხუცმა საყვარელი შვილიშვილის მონატრებით გამოწვეული გულიჩვილობის დამალვა ბილწსიტყვაობაში სცადა.
- აღარ გიხდება 65 წლის კაცს ეგ სიტყვები. - გაეცინა შვილიშვილს.
- ბიჭო, როდის უნდა მორჩე შენ ჩემი ჭკუის დარიგებას? - გახალისდა მოხუცი. - მთელი ცხოვრება ჭკუის დარიგებას ჩემგან ითხოვდნენ.
- ვერ ვიპოვე ომარ...
- დარდი გაუშვი შვილო... როდის მნახავ?  - იკითხა რამდენიმე წამის შეყოვნების შემდეგ.
- არჩილს მანქანას გამოვართმევ და დილითვე წამოვალ.
- არა. არ გინდა, ტაქსით წამოდი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები