ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2017“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: ემილი1999
ჟანრი: პოეზია
10 ივნისი, 2017


~~~

ლექსისთვის, რითმები არ არის საჭირო,
თუ გაიმართები, საკმარისია.
ღამეა ახლა და ისევ სიჩუმე
ჰაერი, სივრცეში ბრძოლობს უსიტყვოდ.
შიშველი ფანჯრები, გრძნობებს ამხელენ,
მცირედი შუქი, კი ამაყად ანათებს,
მდინარე, ამ დროს ქარს ემორჩილება,
მოხუცი ხეები, სიმღერას ჰყვებიან.
ავად ვარ, რომ ვწერ და თან მაციებს
ხელის კანკალი, თითებს აშინებს,
ბნელი ოთახი, სევდით ივსება
და სურათები, წარსულს მიჰყვება.
მუხლებზე ეცემი და გული სუსტდება,
თვალებს ახელ და ღმერთს ხედავ ნახევრად,
პირჯვარს ვერ იწერ და ვერც საუბრობ.
გინდა დასრულდე და დრო ჩერდება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები