ნაწარმოებები



ავტორი: გნეუს
ჟანრი: პროზა
13 ივნისი, 2017


გერგეთისკენ მიმავალნი (I)

***
ივნისის მზიანი დილა გათენდა. ჩვევად ჰქონდა, თუკი მეორე დღე საინტერესო  მოვლენებით უნდა ყოფილიყო დატვირთული საძინებლის ფარდებს ყოველთვის ღიას ტოვებდა. მზიანი დღის შემთხვევაში გათენებისთანავე  გაღვიძებოდა. გაღვიძებისას ყოველთვის გახედავდა საათს.  მიშტერდებოდა რამდენიმე წუთით. მართკუთხედის ფორმის საათი სურათის იმიტაციას უფრო ახდენდა. ერთი შეხედვით შეიძლება მხოლოდ გერგეთის სამება დაგენახათ და არა საათის ისრები. შემაღლებულ ბორცვზე აღმართული ეკლესია, რომელსაც ღრუბლები შარავადედივით ადგა თავზე. საათის მარჯვენა,ზედა კუთხეში კი მუდამ თოვლიანი მყინვარწვერი მოჩანდა, თითქოს მონასტერს ღრუბლები გადააფარა სიცივისგან დასაცავადო.
შორტის ამარა გასულს სამზარეულოში არჩილ არაბული დაუხვდა.
- როგორ გიხდებათ ყავის მომზადება ბატონო არჩილ.  - დაამთქნარა ლაშამ.  - სარბენად მიდიხარ?
- დილიდან ვმასხრობთ? მოვედი უკვე. რა ადრე ამდგარხარ? ლექციები შუა დღეს გაქვს როგორც ვიცი.
- რაღა ლექციები, ორი გამოცდაღა დამრჩა. - ჰო მართლა, დღეს ტურიზმის დეპარტამენტში მივდივარ. მგონი მიფინანსებენ იმ ზაფხულის პროგრამას.
- მართლა? - გილოცავ, მაგრამ არ გეზარება მთელი ზაფხული კარავაკიდებულს ტყე-ღრეში ხეტიალი?- ან მაგისტრატურის გამოცდებზე რას შვრები?
- ეს პროგრამა გათვლილია ტურიზმის პოპულარიზაციაზე. - დაზუთხული ფრაზავით ამბობს ლაშა. -
- ვიცი მე თქვენი ტურიზმის პოპულარიცაზია, მაგ ფრთიანი ფრაზებით ეგენი აბოლე, დეპარტამენტში, რომ ზიან. - იღიმება არჩილი. 
- თან იცი რა ტურებს მიფინანსებენ? საინგილო, ტაო-კლარჯეთი, თუშეთი, სვანეთი და მისი უდიდებულესობა მყინვარწვერი, ალპინისტებთან ერთად. ორი კვირის ინტერვალით ვივლით.  მითხარი აბა ვინმე შენი ნაცნობი,ვისაც ყველა ეს ერთად ნანახი აქვს? აი, მე მარტო ტაოში არ ვყოფილვარ და მანდაც წავალ.
- აბა რა,აბა რა. მარტო ისტორია, ბუნება, ღირსესანიშნავი ძეგლები გაიტერესებთ თქვენ, და ჰო დამავიწყდა, ტურიზმის პოპულარიზაცია საქართველოში.  - ნაძალადევი სერიოზულობით განაგრძობს არჩილი. - და არამც და არამც ეს დარჩეული გოგოები.  - წინა კვირას რომ მიგიყვანე,მგონი სვანეთში მიდიოდით,დავძარი მანქანა, უნდა წამოვიდე და რას ვხედავ,დგანან ანგელოზივით გოგოები,ამ 40 წელს მიტანებული კაცმა თვალი,რომ ვერ მოვწყვიტე, და რამდენიმე ბიჭი. ისე მარტო ასეთ დარჩეულ გოგოებს უყვართ მოგზაურობა ალბათ ხო? - ორივემ ერთან გაიცინეს.
  არჩილმა სინამდვილეში იცოდა,მოგზაურობა მართლა იყო შვილის ჰობი. უკვირდა კიდეც  კიდეც, როგორ ასწრებდა, მეგობრებთან ურთიერთობას,სწავლას,მოგზაურობას. ოცდაერთი წლის ასაკში საუბრობდა რამდენიმე ენაზე.
იმის მტკიცება, რომ შვილები ქალს მეტად უყვარს, ვიდრე მამაკაცს, არ შეიძლება. უბრალოდ, ეს სიყვარული სხვადასხვანაირად ვლინდება.
დედობრივი სიყვარული ბრმაა, მამობრივი - უფრო მომთხოვნი და ობიექტური. დედობრივი სიყვარული უპირობოა: „არ აქვს მნიშვნელობა, ლამაზი, ჭკვიანი, კეთილი ხარ თუ არა, - მე ისეთი მიყვარხარ, როგორიც ხარ, იმიტომ რომ შენ ხარ ჩემი შვილი“. მამობრივი სიყვარული პირობითია: „თუ იქნები ლამაზი, ჭკვიანი, კეთილი, მაშინ მე შენ გაგიკეთებ ამას დაა მას; მე მამა ვარ და ყველაფერი შემიძლია“. სხვავარად რომ ვთქვათ, დედა ასაჩუქრებს, მამა აჯილდოებს. მამაკაცები იშვიათად უყვავებენ შვილებს, სამაგიეროდ, ყოველთვის სჯიან მათ უსაქციელობის გამო. დედებს უყვართ ხანგრძლივი აღმზრდელობითი საუბრები, მამები კი აქტიურ ქმედებას ამჯობინებენ - დილის ვარჯიშს, ფეხბურთს...
      ლაშაზე ფიქრის შემდეგ არჩილს ყოველთვის მწუხარება იპყრობდა. მისი ფიქრები ჯაბაზე გადადიოდა. ვერა და ვერ აარიდა ქუჩას, მისთვის გაუგებარი იყო, რატომ ან როგორ  გაიზარდნენ რადიკალურად განსხვავებულები მისი შვილები. მართალია ჯაბას დედასთან არ ცხოვრობდა და ერჯერად გატაცებას ოჯახი არჩია, რის აღდგენასაც ორი  წელი მოანდომა (ლილის შემორიგება ადვილი საქმე არ იყო),მაგრამ არასდროს არაფერში განუსხვავებია შვილები არც ფინანსურში და არც მამობრივ სიყვარულში. ცდილობდა თანაბარი დრო დაეთმო შვილების აღზრდისთვის, თუმცა ნახევარძმები რადიკალურად განსხვავებულნი გაიზარდნენ. სხვადასხვა შეხედულებებით, სხვადასხვა აზროვნებით. მიუხედავად ამ ყველაფრისა ძმებს არაჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდათ. მხოლოდ ამით იმშვიდებდა თავს არჩილი.

***

ბოლო „პაესტკიდან“(როგორც ლაშას მეგობრები ამბობდნენ) დაბრუნებული, გამოძინებული ლაშა ძმის უბანში მიაბიჯებდა.
- ჩამო, შენს ეზოში ვარ.
- მოდივარ „ბრატან“, მოვდივარ . - უპასუხა ტელეფონში ჯაბამ.
რამდენიმე წუთში,პატარა მყუდრო ბარში,რომელიც ჯაბას შერჩეული იყო, ძმებმა ლუდი შეუკვეთეს.
- ისეთი სახით მიყურებ, უეჭველი უფროსი ძმის როლი უნდა მოირგო ხო? - გამომცდელად ახედა სავარძლში მოსაკალათებლად გამზადებულ ლაშას.
- მომენატრე ბიჭო... და შენთან როლების თამაში არასდროს დამჭირვებია! - იწყინა ძმამ.
- კაი ვხუმრობ, რა გჭირს.
- როგორ მიდის შენი საქმეები? სკოლას ამთავრებ, რა გეგმები გაქვს? არ აპირებ სწავლის გაგრძელებას? - ერთბაშად დააყარა კითხვები.
- გაგრძელებას მომეწონა,სკოლაში ხო დავბრდღვენი რა. - გულიანად გაეცინა.
- მისმინე, ერთი კარგი თეტრალური კოლეჯი გახსნა ძმაკაცის მამამ. იცნობ შენ ჩემ კორპუსში ცხოვრობს,ვაჟა ბათურელი.
- ხო ვიცი,ვიცი... უხალისოდ ჩაერთო ჯაბა.
- ჰო და რაღაცნაირად გახდენ რა ამ თეატრალურს. რას იტყვი?
- რას გეუბნებოდი წეღან?  - პროსტა რო შემოგხედავ იმენა გშიფრავ რა.
ჯაბა მართალი იყო. არასდროს გამოსდიოდა ლაშას რაიმის დამალვა ძმასთან, ან მთავარი სათქმელის შორიდან მოვლა.
- ჯაბა...
- მომისმინე!  ჩემი ძმა ხარ! და ეს სიტყვა „ძმა“ უბრალოდ სიტყვა არ არის,რომელთაც შეიძლება უბანში ვინმეს მივმართო... არც მარტო სისხილით ნათესაობას ვგულისხმობ!  მე არ ვგრძნობ თავს ოჯახის გარეშე. არ ვგრძნობ თავს სხვანაირად გესმის?! ამით უფრო მაკოპლექსებთ!  ჰო,შეიძლება ტეხავს მამა რომ ჩემთან არ ცხოვრობდა და ბავშვობაში გაკვეთილების მერე ეზოში მელოდებოდა, ან ცურვაზე წამიყვანდა და სახლში აღარ ამომყვებოდა, მაგრამ ამით არავისზე არ ვარ დაბოღმილი ლაშა!
- რა შუაშია ეხლა ეგ...
- იმიტომ, რომ არჩილამ გამოგგზავნა!
- გამომგზავნა...?
- კა, „იზვინი“  ალბათ ერთად მოიფიქრეთ, მაგრამ მინდა მე თვითონ ვიპოვო ჩემი გზა,გესმის?  ვა უკვე დაცალე? - პასუხს აღარ დაელოდა ჯაბა და თემის შეცვლა სცადა. - ბავარიაში უნდა წახვიდე შენ ჯიგარო,ისე დიდო მოგზაურო ნამყოფი ხარ გერმანიაში? -  უმცროსმა ძმამ ლუდი განმეორება ანიშნა მიმტანს.
- არა, არ ვარ ნამყოფი. უნდა გასწავლო, როგორ შეცვალო ხოლმე თემა შეუმჩნევლად. - მხარზე ხელი მსუფუქად გაჰკრა ლაშამ გაღიმებულ ძმას.
  -ხო რა ძმაო მოვრჩეთ ამ თემაზე ბაზარს. - ხო იცი რამე თუ დამჭრდა არ მომერიდება. - სკოლა როგორც დავამთავრე არჩილამ მანქანა მომიყენა ეზოში და ეგეც მაგრად მიტყდება. - განა მანქანა არ გამისწორდა, პროსტა შენ ამდენს მოძრაობ, სწავლობ და რამე, შენ უფრო გჭირდება და მე მიყიდა.
- კარგი, კარგი მოვრჩეთ.
- ხო მართლა, ომარა როგორ გყავს?  იცი რა გამახსენდა ეხლა? ადრე კახეთში რო წამიყვანე შენებთან. ომარამ შავი კვიცი გიყიდა იმ დღეს, რა კაი ტიპი იყო. გაზარდე ეგ ბოლო ბოლო?
- გაიზარდა. ცოტა მოთვინიერება გაუჭირდა. ჩემთან ყოველთვის მშვიდია, ომარა მეუბნება შენ, რომ მიდიხარ  პატარა ბავშვივით ჯიუტი ხდება ხოლმეო.
- რავა ყველა შენ ევასები ძმაო...
- ვახ, „ძმები გრიმები“ , ხმაურით შემოვიდნენ ბარში ჯაბას უბნელი ბიჭები. - რას შვები ძმაო, რა მოგვანატრე თავი, გამოგვიარე ხოლმე, ხო იცი ჯაბას ძმა ჩვენი ძმაა.
- ლუდზე დაგვეწვიეთ .  -დიდად არ გახარებია ლაშას მათი აქ ამ დროს გამოჩენა. ჯაბამაც იცოდა, რომ ძმას გულზე ნამდვილად არ ეხატებოდა მისი მეგობრები.
- „სპასიბა ბრატ“, პირიქით თქვენ თუ დაგვეწვევით უკეთესი იქნება, გოგოებს ველოდებით თან.
- დედმამიშვილურ საუბარში გვიშლით ხელს. - ხუმრობანარევად თქვა ჯაბამ.
  - არა,არა უნდა გავიდე მე უკვე, დილით ადრე ვარ ასადგომი. - ლაშამ ბიჭებს ხელი ჩამოართვა და ბარმენისკენ წავიდა.
- რას აკეთებ, -  გაჰყვა უკან  ჯაბა.
- კარგი,კარგი -  გაცინა ძმას. - მოკლედ წავედი რა და გთხოვ დაფიქრდი.
- „ხარაშო“ დავფიქდები...

***
ივლისი ილეოდა. ლაშა მარტყოფის ღვთაების მონასტრის ეზოში  იჯდა და მეგობრების ლოდინში ბუნებაზე დაკვირვებას აწარმოებდა. მსგავსი ფიქრები მხოლოდ ყაზბეგში და მარტყოფის მთებში მოსდიოდა. ეს თვითონაც შეემჩნია, მაგრამ ვერა და ვერ  ხვდებოდა რატომ. ბოლოს კი უბრალო აკვიატებად მიიჩნია. ხშირად ადიოდა მონასტერში, რამდენიმე დღე რჩებოდა. საღამოსაც ასულა მონასტერში, კარგად ნაცნობ ბერებთან უსაუბრია, ცისკრის ლოცვას დასწრებია და ცხრა საათზე უკვე სახლში ყოფილა. ახლა კი მამა ელისეს თხოვნით სამი დღე სვეტის მშენებლობაზე ეხმარებოდა მორჩილებს. 
  ფიქრებში გართული ლაშა სამრეკლოზე დარეკილი ზარის ხმამ გამოაფხიზლა. ოთხის ნახევარზე დარეკილი ზარი ტრაპეზის მანიშნებელი იყო.
-  მიდიხარ? - სატრაპეზოსკენ მიმავალი ბერი ლაშასკენ მიტრიალდა. - ტანსაცმელი მაინც გამოგეცვალა ბიჭო,ცემენტიანი ხარ.
- გამოსაცვლელი არაფერი წამომიღია მამაო. - წამოდგა ლაშა და ბერს მიუახლოვდა. - მამა ელისემ როგორც კი დამირეკა მაშინვე წამოვედი.
- ღმერთმა დაგლოცოს შვილო! წამოდი მოგიძებნი რაიმეს. - შევერცხლილთმიანი ბერის სახეზე სათნო ღიმილი აღიბეჭდა.
- არა, არა, წუთი წუთზე მოვლენ მეგობრები უკვე. - აი მოვიდნენ!
  ხუთ კილომეტრიანი აღმართით დატანჯული შავი აუდი ვაკეზე ამოვიდა, სვლა შეანელა და მონასტრის კარიბჭესთან უნდა გაჩერებულიყო, რომ ლაშამ ხელით ანიშნა ეზოში შემოდითო.
- მამაო, რაღაცეები ამოიტანეს ბიჭებმა და სად შეიძლება დავაწყოთ? - მიმართა ბერს.
- ეჰ, ლაშა, ლაშა... დასახმარებლად დაგიძახეთ და კიდევ რაღაცებიო?!
- მე რა შუაში ვარ მამაო თევდორე,  ბიჭებმა ამოიტანეს. - მორიდებულად  გაიღიმა და მანქანას მიაშურა.
- აქეთ შემოიტანეთ შვილო. - თქვა ბერმა და სატრაპეზოსკენ წავიდა.
    - სად ხართ აქამდე? - მისალმებასავით გამოუვიდა ლაშას. გამოწვდილ ხელებს სწრაფად დაუკრა ხელი და საბარგულის გაღება დაიწყო.
- ბიჭო, რომ დაგვატვირთინე ეს მანქანა ამ აღმართზე ამოსვლა არ უნდოდა? - არც გზა ვიცოდით ნორმალურად, კიდევ კარგი თაკო ჩაგვიხტა მანქანაში.
- მაგან ხო არ დაგვაგვიანა რა?  - ასჯერ გამაჩერებინა, ყველა ხის ტოტთან თუ გვირილასთან სურათი გადაიღო. - განაგრძო მეგობრის სიტყვა ლუკამ.
    ახლაღა შენიშნა ლაშამ უკანა სავარძელზე მჯდარი თვალებაციმციმებული გოგო, რომელმაც ლაშას გამოხედვაში თითქოს მსუფუქი გაბრაზება დაინახა, მაგრამ როგორც კი ბიჭმა გაუღიმა და ხელით ანიშნა შევზიდავთ და მოვალთო,მაშინვე ჩვეულებისამებრ ენა გამოუყო.
საბარგულიდან ბრთხილად გადმოიტანეს ერთი ტომარა ფქვილი, ერთი ტომარა კარტოფილი, სხვადასხვა სურსათი. მორჩილებიც მოეხმარნენ და სატრაპეზოს სამზარეულოში დააბინავეს.
- ლაშა ტრაპზზე დაპატიჟე ბიჭები. - მამა ელისე ანაფორის ფერთხვით გამოვიდა სამზარეულოდან და წასასვლელად გამზადებულებს მიმართა. საკმაოდ მაღალ, ორმოციოდე წლის მამაკაცს მუდამ ღიმილი აღბეჭვდოდა სახეზე.
  ლაშამ ბიჭებს ანიშნა შევიდეთო და სატრაპეზოში შეუძღვა. გრძელ, მართკუთხედის ფორმის მაგიდასთან უკვე თითქმის ყველა შეკრებილიყო. ლაშამ მორჩლების გვერდით, სტუმრების კუთვნილი ადგილი დააკავებინა მეგობრებს და გვერდით ამოუდგა. მონასტრის წეს-ჩვეულებების უცოდინარი ლუკა და გიორგი ლაშას მისჩერებოდნენ და მის ყველა ქმედებას იმეორებდნენ. ლოცვის შემდეგ დაიწყო ტრაპეზი. სატრაპეზო მაგიდის თავში შემაღლებულ ადგილას მდგარმა მოძღვარმა წმინდა წერილების კითხვა დაიწყო. ლუკა და გიორგი მსწრაფლ წამოხტნენ ფეხზე და პირჯვარი გამოისახეს. გაღიმების ტალღამ გადაურბინა მორჩილების სახეებს. ბიჭები მიხვდნენ რაღაც რიგზე არ იყო და ლაშას შეხედეს, რომელიც წიწიბურას მადიანად შეექცეოდა. გაღიმებულმა მეგობარმა თავის გაქნევით ანიშნა სკამისკენ. ერთ-ერთმა მორჩილმა დაბნეული და დამორცხვებულ ბიჭებს ლობიოს დიდი ქვაბისკენ მიუთითა, მიირთვითო და მათთვის ჩაის დასხმა დაიწყო.
  - რა წესია რო დამსვით ამ მანქანაში და მალოდინებთ ამდენი ხანიი?! - მანაქანაში ჩასხდომისთანავე დაიწყო თაკომ.
- მომსალმებოდი მაინც ძნელო. - გაღიმებული ლაშა უკანა სავარძელზე თაკოს გვერდით მოკალათდა.
- მოდი გაკოცო. - მოლბა გოგო და მისკენ გადაიხარა.
- აქ ჯდომას, შესულიყავი ეკლესიაში და ერთი სანთელი მაინც დაგენთო, - გადმოხედა გიომ.
- ვაპირებდი გენაცვალე, მაგრამ მერე ვიფიქრე რომ გამოვიდნენ არ გამასწრონდთქო ვა, - დატუქსული ბავშვივით ქვედა ტუჩი გამოწია გოგომ. - ერთხელ და ორჯერ მოგიტეხივართ აქამდე თუ რა.
- აი, ვამბობ ძნელი ხართქო და არაო!  - ხელი მოხვია ლაშამ და ჩაიხუტა. -  ყველამ ერთად გაიცინეს.
- რას აკეთებდით ამდენი ხანი?
- ტრაპეზი იყო და დაგვპატიჟეს. -  ჩაილაპარაკა გიომ.
- რა იყო?
- ვჭამდით, ძნელო ვჭამდით - გაეღიმა ლაშას.
- უიმეე, დაგეძახათ მერე გამიხმა კუჭი.
ლუკა, რომელიც ქვიან დაღმართს აკვირდებოდა და განსაკუთრებული გაფაციცებით მართავდა უცებ დაამუხრუჭა და სარკეში გახედა გოგოს.
- ელაპარაკე ეხლა ამას. - გოგოო! - მამათა მონასტ...
- ვიცი დეგენერატო, ვიხუმრეე! - შეუტია გოგომაც.
- კაი, კაი მორჩით. - მეგობრების კინკლაობით გახალისებული ლაშა წინ წაიწია და მის მოპირდაპირე  სავარძელზე მჯდომ გიოს მოჩვენებითი ჩურჩულით უთხრა:  - მოდი ეხლა ჩვენს საყვარელ რესტორანში წავიდეთ და ჩვენი პრინცესას კუჭზეც ვიზრუნოთ.
- მცხეთაშიი? - თვალები გაუბრწყინდა გოგოს. - ოღონთ არ ჩასკდეთ ეხლა, ხვალ ხევსურეთში მომყვები ხომ არ დაგავიწყდა?
-  შენი „სვეტსკი“ დაქალების ნერვები რომ არ მაქვს?  - მისივე ხმის ტემბრით უპასუხა გოგოს.
- აუუუ, უშენოდ მაინც ვერ წავალთ ხომ იცი?  თან ყველამ მთხოვა.  ძლივს მოვაბით თავი პირველად სადმე წასვლას ჯგუფელებმა, სულ რამდენიმე გოგო და 2 ბიჭი იქნება, უმრავლესობას იცნობ. - რომ შემპირდიი? - გაბუტული სახის მიმიკების აწყობა დაიწო თაკომ.
- ნუ იბუსხები ეხლა, ხომ იცი, რომ მაინც წამოვალ. - გაეცინა ლაშას.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები