ნაწარმოებები


ოთარ რურუას ლექსების კრებულის წარდგინება     * * *     ლევან მაისურაძის სადებიუტო რომანის წარდგინება     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *         * * *         * * *     ოქსფამის კონკურსი საუკეთესო აკადემიური ესესთვის     * * *     ლიტერატურული ფესტივალი „ინსომნია“     * * *     ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2017“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: ჯანო შენგელია
ჟანრი: პოეზია
11 ივნისი, 2017


....

ჯეიმსი,
ასე 50-55 წლის.
ყოფილი პოლკოვნიკი,
ზის აივანზე და ჩიბუხს აბოლებს..
მის მზერაში ათას ჯოჯოხეთს ამოიკითხავ,
მაგრამ ჯეიმსისთვის ჯოჯოხეთი ეს სიმშვიდე და ზღვის ფრუტუნია..

მზე დამალობანას თამაშობს-
ღრუბლებს ეფარება,
თითქოს სანგარში ყოფს თავს ..
ემალება ჯეიმსის მზერას..
რომელიც ამოუცნობია..
ჰო, ჯეი საკუთარ თავს არავის გაამხელინებს ..

იყო დრო როდესაც დიდი და მცხუნვარე მზე ნაყინივით ლოკავდა მთის მწვერვალებს და ჯეისაც ამაყად შესციცინებდა ,
მაგრამ დღეს ჯეი გადამდგარი პოლკოვნიკია ..
და მისი ოცნებები მაწანწალა ძაღლებს ჰგვანან ,
რომლებიც  ახალ ომის ნამცეცებს ელოდებიან დასანაყრებლად..

მაგრამ სამარისებული სიჩუმე და ზღვის ფრუტუნი ერევა ჩიბუხის ბოლში და მიიწევს მაღლა,
მაღლა სადაც მზე იმალება..

რა მოხდებოდა ომი რომ ყოფილიყო და ჯეი არ, ანდა პირიქით..

,,nil sapientiae odiosius acumine nimio." ( seneca)
,,ტყუილ გრძნობებზე საძულველი არაფერია"

შორს ზღვის სიღრმეებში ალბათ (კატის თათი) უბერავს,
დაისიპირია
და წითელი ღრუბლებიდან ჯეის უსიციცხლო თვალებში ქურდულად შესციცინებს თვითვმკვლელი მზე,
რომელსაც საცაა ვეება ტალღები ჩაყლაპავენ ტივტივით დაღლილს..

ტკივილის გარეშე ცხოვრება უაზრო იქნებოდა..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები