ნაწარმოებები


ოთარ რურუას ლექსების კრებულის წარდგინება     * * *     ლევან მაისურაძის სადებიუტო რომანის წარდგინება     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *         * * *         * * *     ოქსფამის კონკურსი საუკეთესო აკადემიური ესესთვის     * * *     ლიტერატურული ფესტივალი „ინსომნია“     * * *     ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2017“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: ნუგუნა
ჟანრი: პოეზია
12 ივნისი, 2017


ამქვეყნიურ სიამოვნებად, შენზე ფიქრი შემომრჩა მხოლოდ

ამქვეყნიურ სიამოვნებად,
შენზე ფიქრი შემომრჩა მხოლოდ.
სხვა დანარჩენი გამიქარწყლდა,
აღარ აქვს ფასი.
მიყვარხარ
მინდა დავიყვირო ხმის ჩახლეჩამდი,
ვინ დამიჯერებს შენს სიყვარულს,
ჩათვლიან ფარსად.

არ მომისმენენ,
არცერთ სიტყვას არ მომისმენენ.
არცერთ ნამცეცს შენდამი გრძნობის
არ ჩამითვლიან.
არც თვალებზე ცრემლს,
არც ნათევ ღამეს არ დამითვლიან.

ყოველ ნაბიჯში გადადგმულში
ფიქრით ჩემს მიერ,
ფიქრით შენზე და
ფიქრით წამებზე თვითმკვლელობისა,
შენზე ფიქრიც რომ დამიძველდა,
გამიხდა ხნიერ
ასაკამდე მიღწეული,
მაინც მოდის და...

უკვე ტკივილებს შევეჩვიე ჩემო ლამაზო,
უკვე ტკივილიც გავიხადე მეგობრად ჩემად,
ყველაფერს რასაც შევეხები ფიქრით თუ ხორცით,
სულ ყველამ შენზე ოცნებები ამოიჩემა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები