(იწერება მიროს ნებართვით)
ბავშვობაში მქონდა ასეთი ჩვევა: როცა რამე ძალიან მინდოდა, ვიტყოდი, ათჯერ დავითვლი და მერე გავაკეთებ თქო. დავიწყობდი შოკოლადს ანდა რამე ტკბილეულს და ვითვლიდი, ერთი, ორი , სამი... ათზე რომ მივიდოდი, მერე ამას ვიფიქრებდი, ძალიან ჩქარა დავითვალე და ჯობია ასამდე დამეთვალათქო. ხოდა როცა ასამდე დავითვლიდი, დამსახურებულად შევჭამდი. ამისა გამო კარგად ვერთობოდი და მეგონა, ნებისყოფასაც გამოვიმუშავებდი. რამდენჯერ დაწოლის წინ არ დავიძინებდი, ვიდრე ლოცვას ხუთჯერ არ ვიტყოდი, მერე ათჯერზე გადავიდოდი, და ბოლოს, მგონი მეასე ლოცვაზე დამეძინებოდა... მოკლედ არ ვიცი, ეს ჩემი ნებისყოფის გამომუშავების სასარგებლო მცდელობა იყო, თუ საკუთარ თავს ვტანჯავდი, მაგრამ ასე იყო და რა მექნა.
როცა სკოლაში მივდიოდი, სახლის კარებს ხუთჯერ დავკეტავდი, უფრო სწორად გავაღებდი, დავკეტავდი, კიდევ და კიდევ... კაბის ყიდვა რომ მომინდებოდა, ორი ან სამი თვე ვითმენდი, რომ მერე სიამოვნება უფრო მეტი მქონოდა... ვინმესთან დარეკვა თუ მინდოდა, ჯერ ასჯერ დავითვლიდი, ან ვიტყოდი, საათის ისრები ხუთჯერ რომ გადაივლის ათიანთან, მერე დავრეკავთქო...
ეს ჩვევა დიდობაშიც გამომყვა მეთქი, რომ ვთქვა, ისედაც არავის გაუკვირდებაა, რადგან მიროსთან დაახლოება ისე მივანდე მესამე შეხვედრას, ვითომ მეორე შეხვედრა ფართობოლოებიან კაბის ჯიბეში მედო.
სტუდენტი ვიყავი, და რასაც ვსწავლობდი, ეჭვი მქონდა, ვერაფერში გამოვიყენებდი, ამიტომ პარალელურად სასტუმროში დავიწყე მუშაობა, ჯერ თეთრეული მებარა, მერე სართულის მორიგეობა შემითავსეს და ძირითად დროს იქ ვატარებდი. რადგან უცხო ენასაც საკმარისად ვფლობდი, უცხოელებს ადვილად ვეკონტაქტებოდი. არასდროს მიფიქრია, რომ ცხოვრება უცხოელებს ისე დამაახლოვებდა, გერმანიაში ამოვყოფდი თავს. სამი წელი გავატარე რაინვესტფალში, გერმანულ-უნგრულ ოჯახში,(იქაურ ამბებს მერე დავწერ) გერმანული იქ ვისწავლე, რუსული კი აქედანვე კარგად ვიცოდი და მათი შვილებთან ურთიერთობას ასე ვამყარებდი, კეთილი ხალხი იყვნენ, ფრაუ მელხიკანი და მისი ქმარი,უნგრული წარმოშობის ბალჩი, მელხიკანის სახელის გამოთქმა ისე მიჭირდა, ხანდახან ენას ვიტეხდი ხოლმე. ბალჩი თბილისში გავიცანი. სასტუმროში გაატარა რამდენიმე დღე. გეოლოგი იყო. თეორიულად მეც გეოლოგიურზე ვსწავლობდი და რამდენჯერმე გამოველაპარაკე. არ ვიცი, მაშინვე გადაწყვიტა თუ მერე მოიფიქრა, მეორედ რომ ჩამოვიდა, ოქონას მთის შესასწავლად, გერმანიაში ცხოვრება მაშინ შემომთავაზა.
ყველაფერი ისე უცნაურად დაეწყო, ბევრი არ მიფიქრია და მალევე ამოვყავი თავი რაინში.
ორი თვე არ მელაპარაკებოდა და სულაც მუნჯი მეგონა მისი ცოლი. როგორც მერე გაირკვა, თურმე ჩემს შესწავლას ასეთი მეთოდით აპირებდა. მაკვირდებოდა, მის ქმართან ფლირტი ხომ არ მქონდა, თვითონ კი თავს იდებილებდა... ძალიან ხიტრი ქალი იყო. ამას როცა მივხვდი, შემეშინდა...
ავდექი და ჩემს ძველ მეთოდებს მივმართე... როგორც კი ბატონი ბალჩი გამომელაპარაკებოდა, ვიდრე პასუხს გავცემდი, ახლა გერმანულად დავითვლიდი ხოლმე გულში: ....ელფ,ცვიოლფ, დრაიღსენ...
ერთხელ სუფრაზე სალათი მიმქონდა, ადგა და საძინებელში გავიდა.ბატონი ბალჩი მომიახლოვდა და მკითხა, ხომ ვისადილებდი მათთან ერთად. მე თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე და მოვიხედე თუ არა, მელხიკანი კარიდან გვითვალთვალებდა..
სინამდვილეში არც მე და არც მის ქმარს ერთმანეთი არ გვაინტერესებდა. ამას როცა მიხვდა, მადლიერი გახდა და მის მერე პატივისცემა არ მოუკლია
პატივს მცემდნენ და მინაზღაურებდნენ. ამიტომ სამი წლის მერე, როცა თბილისში დავბრუნდი, ბინა დავიგირავე და მარტო დავიწყე ცხოვრება, ახლობლებისგან შორს. თუმცა თბილისში დაბრუნებისას სიურპრიზი მელოდა. ანი და მირიანი დაქორწინებული დამხვდნენ. ისინი მხოლოდ ერთხელ მოვინახულე და მეტად მისი არსებობა დავივიწყე. ჩემს მიერ დადებული პირობებიც შეიცვალა, როგორც იცის ხოლმე ქვეყნის გარეთ ცხოვრებამ.
მაგრამ არასოდეს თქვა არასოდესო, და მუდამ ღია გქონდეს კარიო, პაკისტანური ანდაზაა და მე მის შესახებს დღემდე არაფერი ვიცოდი.
თბილისში დაბრუნებულს სამსახურის შოვნა გამიჭირდა და დეიდასთან გადავედი ბათუმში, იმ იმედით რომ რომელიმე სასტუმროში ვიპოვიდი ადგილს. ასეც მოხდა, უცხოელებთან გამოცდილება დამატებითი დადებითი მოტივი აღმოჩნდა და ამიყვანეს. ახლა უკვე მენეჯერად , ერთ პატარა და მყუდრო, კერძო სასტუმროში, რომელიც ზამთარ -ზაფხულ კლიენტების ნაკლებობას არ იტყობდა.
ორ კვირაში ერთხელ კი თბილისში ჩამოვდიოდი და ჩემს თავს განტვირთვის უფლებას ვაძლევდი. ერთ დღეს როცა ბათუმში უნდა დავბრუნებულიყავი, ანიმ დამირეკა, მირიანი მიდის ბათუმში და თუ გინდა გაგიყოლებსო.
არ მესიამოვნა. უარი ვუთხარი. მარტო კიარ მიდისო... ეგ რაღა შუაშია მეთქი_ გამიკვირდა.... თხუთმეტ წუთში გამომიარეს . მეც უარი აღარ ვუთხარი
მირო და მისი მეგობარი მიდიოდნენ საქმეზე. გზაზე საუბარი რომ წამოვიწყეთ, ყინწვისის ფრესკაო, ახსენა მირიანმა. "ფრესკაზე" ჩვენი პირველი შეხვედრა გამახსენდა და გამეღიმა. სარკეში მიყურებდა და ჩემი გაღიმება არ გამოპარვია. მე უფრო მეტად გავხალისდი და რატომღაც მთელი ჩემი თავგადასავალი უპრობლემოდ ვილაპარაკე... ფრესკა მეტად არ გვიხსენებია. ბათუმში რომ ჩავედით, შუადღე იყო. ჩემს სასტუმროსთან ჩამოვედი და საქმეს დავუბრუნდი. ვერ ვიტყვი, რომ ყველაფერი მაშინვე დამავიწყდა... პირიქით, ის ჩემი ჩვევაც კი გამახსენდა და მესამე შეხვედრის ფაქტიც არ დამვიწყებია...
თუ ჩემი ბედია, მესამედაც შემახვედრებს მეთქი_გაიხსენა და აიკვიატა გონებამ. იმ ღამეს არც რამეს ველოდი, არც ვფიქრობდი, რომ დილით ჩემს სამსახურში მირო მომაკითხავდა და ყინწვისში ერთად წავიდოდით... ზღაპარს ჰგავს ხო? კი, მაშინ მეც ზღაპარი მეგონა
(გაგრძელდება, ვიდრე არ დამთავრდება )
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. არ გაბედო დაკარგვა :))) არ გაბედო დაკარგვა :)))
2. ახლა +5 და ვატყობ ჩვევაში გადამეზრდება. :)ცხონებულ ბაბუაჩემს რომ შევთავაზებდი ხოლმე კამფეტს ასე მეტყოდა ხოლმე:--- არ მინდა, მერე მივეჩვევიო. მაშინ სულ მიკვირდა ამის, სულ მთლად ვერ ვხვდებოდი, მაგრამ ვატყობდი რომ ამ სიტყვების უკან რაღაც სხვა იმალებოდა. მერე მივხვდი, მაგრამ სამწუხაროდ გვიანი იყო. ნეტა დამეძალებინა. ამიტომ მალე დადე გაგრძელება რომ შევაფასო რორემ ვატყობ კიდე დავიკარგებიიი:) ახლა +5 და ვატყობ ჩვევაში გადამეზრდება. :)ცხონებულ ბაბუაჩემს რომ შევთავაზებდი ხოლმე კამფეტს ასე მეტყოდა ხოლმე:--- არ მინდა, მერე მივეჩვევიო. მაშინ სულ მიკვირდა ამის, სულ მთლად ვერ ვხვდებოდი, მაგრამ ვატყობდი რომ ამ სიტყვების უკან რაღაც სხვა იმალებოდა. მერე მივხვდი, მაგრამ სამწუხაროდ გვიანი იყო. ნეტა დამეძალებინა. ამიტომ მალე დადე გაგრძელება რომ შევაფასო რორემ ვატყობ კიდე დავიკარგებიიი:)
1. მოგიკითხეო მარი. მოგიკითხეო მარი.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|