ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2017“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: გიორგი ებანოიძე
ჟანრი: პოეზია
12 ივნისი, 2017


გაპატიებ

გაპატიებ?
რა ლამაზი სიტყვაა გაპატიებ,
ვითომდა ყველაფერი რჩება წარსულში,
არადა ყველამ ვიცით სადღაც გულში,
შორს,
აპატიებ და ვერ დაივიწყებ.
  ნუ ჩამიკეტავ შენამდე მოსასვლელ გზას,
  იმასაც გაპატიებ,
  რომ წახვედი დიდი ხნის წინათ
  და ასე გელოდები უკვე ოცდაექვსი წელია...
გაპატიებ და ვერ დავივიწყებ,
როცა ტკივილის იყო ზეიმი,
როდესაც დანებების იყო ნიშანი
და მეათედან უაზროდ ფრენა...
  გადაიარა ღამის მნათობმა
  ახლა უკვე დღის მნათობის ჯერია,
  და შენც ხომ იცი სადღაც გულში,
  შორს,
  გაპატიებ და ვერ დავივიწყებ?
გაპატიებ,ყველაფერს გაპატიებ,
იმასაც გაპატიებ,
რომ წახვედი დიდი ხნის წინათ
და ასე გელოდები უკვე ოცდაექვსი წელია...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები