ნაწარმოებები


ოთარ რურუას ლექსების კრებულის წარდგინება     * * *     ლევან მაისურაძის სადებიუტო რომანის წარდგინება     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *         * * *         * * *     ოქსფამის კონკურსი საუკეთესო აკადემიური ესესთვის     * * *     ლიტერატურული ფესტივალი „ინსომნია“     * * *     ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2017“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: ჯანა
ჟანრი: თარგმანი
12 ივნისი, 2017


მარინა ცვეტაევა - ღარიბ-ღატაკი შეუყვარდა სიმდიდრით ქებულს

***
ღარიბ-ღატაკი შეუყვარდა სიმდიდრით ქებულს,
ბრძენმა უვიცი და უბირი ჭკვიანს არჩია;
პირმშვენიერი არ ჩამორჩა ბრძენს და დიდებულს -
უფერხორცო და უსახური ამოარჩია.

სიკეთითა და სათნოებით რჩეულს მზაკვარი
გულს ჩაუვარდა, ახლა გულზე დაღი აჩნია,
ოქრომ სპილენძზე შეაჩერა მზერა მაღალი
და სატრფოს ზურგი ვერ შეაქცია.

ჰკითხეს დიდვაჭარს: - სად გაგიქრა შენი საჭურჭლე?
- შეყვარებულის ძირგახვრეტილ სკივრში ჩავჭმუჭნე.
- ბრძენო, სად გაქრა სიამაყე შენი საუნჯის?
- ჩემი გოგონას ბალიშის ქვეშ, მხოლოდ მან უწყის.

- პირმშვენიერო, რამ ჩაგიქრო შუქი მზისაო?
- შეყვარებულის სიფერმკრთალე შეითვისაო.
- სად დაიკარგა ვერცხლის ჯვარი ძვირფასი ძეწკვით?
- მოსამსახურე გოგომ ფეხქვეშ გათელა ჩექმით.

ოქრო წმინდა წყალს აამღვრევს რაწამს,
შეუერთდება სპილენძის ჩამჩას.

ნუ შეიყვარებ, მდიდარო, გლახაკს,
ნუ შეიყვარებ უგუნურს, ბრძენო,
ნუ შეიყვარებ, კეთილო, მზაკვარს,
უსახურს, უშნოს - პირმშვენიერო.

                  ***
     
Полюбил богатый - бедную,
Полюбил ученый - глупую,
Полюбил румяный - бледную,
Полюбил хороший - вредную:
Золотой - полушку медную.

- Где, купец, твое роскошество?
"Во дырявом во лукошечке!"
- Где, гордец, твои учености?
"Под подушкой у девчоночки!"
- Где, красавец, щеки алые?
"За ночь черную - растаяли".
- Крест серебряный с цепочкою?
"У девчонки под сапожками!"

Не люби, богатый, - бедную,
Не люби, ученый, - глупую,
Не люби, румяный, - бледную,
Не люби, хороший, - вредную.
Золотой - полушку медную!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები