ნაწარმოებები


კარგ მწერალს და შესანიშნავ ადამიანს ირაკლი ლომოურს ესაჭიროება ჩვენი თანადგომა. თუ შეიძლება შეიხედეთ თემაში “ურაკპარაკის ფორუმი >> განცხადებები >> ირაკლი ლომოურის მეგობრები“     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1471     * * *     2018-06-19 14:45 >>> 8

ავტორი: კობა_ბ
ჟანრი: პროზა
22 ივნისი, 2017


კიდევ კარგი...

  როგორ ვინატრე... ამეღო ფუნჯი, პალიტრაზე შენი თმებისფრად შემეზავებინა შენივე სულიდან მოპარული ქარვის წვეთები ჩემი ფიქრის ბაც სიბლანტეში, როგორც განცდების ფერები ზეთში და დამეხატა - შენი საოცრებით საკუთარი ვირტუოზობა.
  ... თურმე როგორი ყოფილა გაოცება, ჩემს სულს რომ მიახატე ერთი ამოსუნთქვით, ამდენ ნაოცნებარს...
  კიდევ კარგი რომ გენიოსი არ ვარ მხატვარი, თორემ აუცილებლად დაგხატავდი და შევქმნიდი შედევრს; შენი თვალები წალეკავდა საუკუნეებს და ცარიელ ტილოდ შერჩებოდი მარადისობას.
  კიდევ კარგი...
  ახლა კი შენ ხარ. მე არ ვარ მხატვარი და მიხატავ გულისპირს სუნთქვით.
  და არ ვიცი რატომ ვინატრე ავიღო ფუნჯი, ვიყო მხატვარი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები