ნაწარმოებები



ავტორი: დათო ქარჩავა
ჟანრი: პოეზია
13 ივნისი, 2017


მამაჩემი

მამაჩემი...
ჰო,უწინ რომ ვნახე,
ვერ ვიცანი.
ისეთი თეთრი წვერი ქონდა,
ახალდადებული თოვლი რომ არის,
ჯერ არ შეურაცყოფილი,
თავზე ცილინდრით,
სიმართლე რომ ვთქვა დავეჭვდი კიდეც.
წვერსა და ცილინდრს  აბა როდის ვარ ჩვეული?
მისგან...

წვიმიანი დღეები იყო,
წვიმამ კი გზებიც კი დაფარა,
უფრო სწორედ ბილიკი,
ტროტუარი.

მამაჩემი.
ბოლოს რომ უნდა მენახა,
მეზობელი ვნახე,
იმ ცილინდრით,
მამაჩემს რომ ეხურა.

იმ საღამოს გავიგე დედისგან:
"რა მოხდა,
ახლაც გამოგეგზავნა შენი გაცვეთილი ფეხსაცმელი"

და იმის შემდეგ,
ფეხშიშველი დავდივარ დღემდე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები