ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2017“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: ზვიადიი
ჟანრი: პოეზია
13 ივნისი, 2017


ზეცას დაამშვენებ

ზეცას დაამშვენებ ,თავზე ფაფანაკით
მხრებზე ჩამოშლილი ჭავლი ნაკადებად
მერცხლად მოვლინებულს გსდევდა კაკანათი
ზეცამ მოგილოცა ალბათ დაბადება

გშვენის სომბრენო და გშვენის ყაბალახი
თავზე ჩუქურთმებად სხივი დაგთამაშებს
მე კი ხითხურო ვარ შენი , ალბათ სახლის
ზეცამ მოგიქსოვა, ვეტრფი მაგ დალალებს

ადრე დრაგუნი და ახლა კი ხარატი
გროგი ამივსია რკინის მათლაფებით
ირგვლივ ბადიები სასმელად და რაკი
შენთვის დაკრულია ყველა დაფდაფები

გერტყა დალალები მხრებზე და ყარაჩი
გსდევდა ტიალ მინდორს ცხენი თოხარიკი
ტოტზე ბეღურები , მეტი და არავინ
და მე მოგყვებოდი უკან ნოქარივით

მე კი ხითხურო და შენ კი ფეიქარი
ზეცა ამღვრეული ფიქრით ნაშენები
ციდან  მოსხლეტილი ალბათ შენ იყავი
რადგან მოევლინე დილას გათენებით

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები