ნაწარმოებები


რიგით მეოთხე სასკოლო ოლიმპიადა მხატვრულ წერაში. ნებისმიერი საფეხურის მოსწავლეთათვის     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: ადვოკატი კახაბერ როდინაძე
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
14 ივნისი, 2017


გერმანიის გადამწყვეტი როლი ისტორიული საქართველოს ტერიტორიების ერთი მესამედის დაკარგვაში

გერმანიის გადამწყვეტი როლი ისტორიული საქართველოს ტერიტორიების ერთი მესამედის დაკარგვაში



1918 წლის 3 მარტს, ანუ 1918 წლის 26 მაისს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე  თითქმის 3 თვით  ადრე, ბრესტ-ლიტოვსკის  ზავის ხელშეკრულებით, რომელიც დადებული იყო, ერთი მხრით, გერმანიას და მის მოკავშირეებს, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს, და მეორე მხრივ, საბჭოთა რუსეთს შორის, გერმანიამ მოკავშირეებთან ერთად საბჭოთა რუსეთს წაართვა ბათუმის, ყარსისა და არდაგანის ოლქები, რომლებიც გადაეცა ოსმალეთს, ანუ ისტორიული საქართველოს, ბათუმის, ყარსის და არდაგანის ოლქები, გერმანიამ, მოკავშირეებთან ერთად, წაართვა რუსეთის სახელმწიფოს და შესაბამისად, იმ მომენტში რუსეთის სახელმწიფოში მცხოვრებ ქართველ ხალხს.

(იხ. ვებ-გვერდი:    https://ka.wikipedia.org/wiki/ბრესტ-ლიტოვსკის_ზავი      )

1918 წლის 28 მაისს, ანუ 1918 წლის 26 მაისს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 2 დღის შემდეგ, დაიდო ფოთის ხელშეკრულება გერმანიის იმპერიასა და საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის, რომლის შესაბამისად საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ აღიარა გერმანიის პროტექტორატი (მფარველობა), რითაც, სხვა პირობებთან ერთად, გერმანიას ჰქონდა გერმანული საექსპედიციო ძალებით საქართველოს სტრატეგიული წერტილების ოკუპაციის უფლება.

(იხ. ვებ-გვერდი: https://ka.wikipedia.org/wiki/ფოთის_ხელშეკრულება_(1918)  )

1918 წლის 4 ივნისს, ანუ 1918 წლის 26 მაისს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 10 დღის შემდეგ, დაიდო ბათუმის  ხელშეკრულება ოსმალეთსა და საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის, რომლის შესაბამისად,  ხელშეკრულების პირობების განხილვის გარეშე, გარეშე, გერმანიის ფაქტიური ხელმძღვანელობის ქვეშ, რომელიც საქართველოს ე.წ. ”პროტექტორი” (დამცველი) იყო 1918 წლის 28 მაისის ფოთის ხელშეკრულებით, საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ  ოსმალეთს გადასცა ბათუმის და ყარსის ოლქები, ახალქალაქის და ახალციხის ოლქები.


(იხ. ვებ-გვერდი:  https://ka.wikipedia.org/wiki/ბათუმის_ხელშეკრულება_(1918)  )


კახაბერ როდინაძე
ადვოკატი
ბათუმი, აჭარა
14.06.2017

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები