ნაწარმოებები


რიგით მეოთხე სასკოლო ოლიმპიადა მხატვრულ წერაში. ნებისმიერი საფეხურის მოსწავლეთათვის     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: ნათია დაშნიანი
ჟანრი: პოეზია
14 ივნისი, 2017


მე გაზაფხულიც მეყოფა

ზოგჯე დარდებს ხელს ავუქნევ
და ღიმილს მივეძალები,
მრავალჯერ ცრემლნაპკურები
აციმციმდება თვალები.
ზოგჯერ კიდევაც ვამართლებ
ჩემს დაბადება-გაჩენას,
შევეგუები ცოტა ხნით
ადამიანად დარჩენას.
მე გაზაფხულიც მეყოფა-
ტყემლების გამოკვირტება,
სიკვდილი ვეღარ მაშინებს
ცა რომ სიცოცხლეს მპირდება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები